15.აპრილი.2019 15:35
საზოგადოება

ფაროსანას შეწამვლისას უსაფრთხოების ნორმების დაცვას მონიტორინგის ჯგუფები დააკვირდებიან

ფაროსანას  შეწამვლისას უსაფრთხოების ნორმების დაცვას მონიტორინგის ჯგუფები დააკვირდებიან
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრმა სამეგრელო-ზემო სვანეთსა და იმერეთში ჯანდაცვისა და პირველადი ჯანდაცვის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა.

ცენტრის ხელმძღვანელმა ლაშა შალამბერიძემ მავნებელთან ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგია წარადგინა და მიმდინარე ღონისძიებებზე ისაუბრა.

ჯანმრთელობის დაცვისა და გარემოს დაცვის სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული მონიტორინგის ჯგუფის წევრების მონაწილეობით იმსჯელეს უსაფრთხოების იმ ნორმებზე, რომელთა დაცვაც აუცილებელია მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარების პერიოდში.

აღნიშნული ჯგუფები ინტენსიურ მონიტორინგს ახორციელებენ, სწავლობენ მავნებლის საწინააღმდეგო წამლობის შედეგებს და მის გავლენას გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ყველა პრევენციული ზომა იქნება მიღებული. საკოორდინაციო მართვის ცენტრში შექმნილია გზავნილების ახალი სისტემა, რომლის მეშვეობითაც მოსახლეობას მიეწოდება ინფორმაცია დაგეგმილი წამლობებისა და შესაძლო რისკების თავიდან აცილების შესახებ.


21.ივნისი.2019 00:15
151

ბრიტანეთის საელჩო: მოვუწოდებთ მხარეებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე და იმოქმედონ კანონის ფარგლებში

ვრცლად
21.ივნისი.2019 00:12
182

აშშ-ს საელჩო:მოვუწოდებთ ყველა მხარეს, შეინარჩუნონ სიმშვიდე, გამოიჩინონ თავშეკავება და მუდმივად იმოქმედონ კონსტიტუციის ფარგლებში

ვრცლად
20.ივნისი.2019 23:55
256

მამუკა ბახტაძე: ყველა თავის წილ პასუხისმგებლობას აიღებს

ვრცლად
20.ივნისი.2019 22:59
300

გახარია: როგორც კი საჭირო იქნება, მაშინვე გადავდგები

ვრცლად
20.ივნისი.2019 22:53
276

"რაც აქ ხდება, ამას ჰქვია სახელმწიფო ინსტიტუტების შტურმი"

ვრცლად
20.ივნისი.2019 21:49
670

კობახიძე: ეს იყო მაკრომენეჯმენტის ხარვეზი

ვრცლად