17.თებერვალი.2016 14:21
ბიზნესი

ფადი ასლი: რომელი მოსამართლე ეტყვის უარს შემოსავლების სამსახურს ყადაღაზე? - არცერთი

ფადი ასლი: რომელი მოსამართლე ეტყვის უარს შემოსავლების სამსახურს ყადაღაზე? - არცერთი
ფადი ასლი თვლის, რომ მთავრობის მიერ გამოცხადებული რეფორმები ქვეყანაში ბიზნესგარემოს ვერ გააუმჯობესებს. როგორც საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარემ "ბიზნესკონტაქტს" განუცხადა, მთავარ პრობლემად კვლავ შემოსავლების სამსახურის მუშაობა რჩება. ფადი ასლი თვლის, რომ სწორედ შემოსავლების სამსახურის გამო, ინვესტორები საქართველოში შემოსვლისგან თავს იკავებენ.
 
"ის ფაქტი, რომ ფინანსური პოლიცია აღარ ჩაატარებს აუდიტს, დადებითი ცვლილებაა. დადებითია ასევე, მოგების გადასახადის ესტონური მოდელი და დღგ-სგან შერჩევითი გათავისუფლებაც. მაგრამ ეს არ არის ის საკითხები, რის გამოც ინვესტორები საქართველოში ინვესტირებისგან თავს იკავებენ. მათი მთავარი ბარიერი შემოსავლების სამსახურია. ამ სამსახურის მთლიანი მექანიზმია შესაცვლელი. მთავრობა ცდილობს, მოგვატყუოს. სულ ეს არის. ისინი სინამდვილეში არაფერს ცვლიან.

ამბობენ, რომ ჯერ გაყინავენ საბანკო ანგარიშებს და შემდეგ, 48 საათის განმავლობაში ნებართვისთვის სასამართლოს მიმართავენ. ყველამ, ვინც ვიცით, როგორ მუშაობს სისტემა საქართველოში, გამაგებინეთ, რომელი მოსამართლე ეტყვის უარს შემოსავლების სამსახურს ყადაღაზე? არცერთი.

დღეს ამ ცვლილებით ბიზნესგარემო არ უმჯობესდება. სამი რამ უნდა გახდეს პრიორიტეტი: საბანკო ანგარიშების დაყადაღების შეწყვეტა, აუდიტის პერიოდის დრამატულად შემცირება და რაც ყველაზე მთავარია იმ გამომძიებლების დასჯა, რომლებიც კომპანიებს გადაჭარბებულ ჯარიმებს აკისრებენ. სანამ ეს პრობლემები არ მოგვარდება, ბიზნესგარემო ამ ქვეყანაში არ გაუმჯობესდება.

ჩვენ არ მოვიზიდავთ ინვესტორებს საქართველოში. რადგან ჩვენ არ ვართ კრიმინალები. ვერ შემოვიტყუებთ მათ ქვეყანაში, რომ შემდეგ ისინი შემოსავლების სამსახურმა გაყვლიფოს. ეს არ მოხდება. ჩვენ ყველა ინვესტორს გავაფრთხილებთ. სულ ეს არის", - განაცხადა ფადი ასლიმ. 

15.ივნისი.2019 11:20
2960

MADE IN GEORGIA-ს იარლიყით H&M-ის ბრენდის სამოსი 64 ქვეყანაში იყიდება

ვრცლად
05.ივნისი.2019 13:54
1039

BMG-ის პასუხი ავსტრიის საელჩოს - არად ბენკოსთან ინტერვიუს სრული ვერსია ინგლისურ ენაზე

ვრცლად
25.აპრილი.2019 10:58
296

აღსრულების ეროვნული ბიურო: გამარტივებულ საქმისწარმოებაზე მოთხოვნა იზრდება

ვრცლად
19.აპრილი.2019 20:00
438

"ნატახტარი": ბოლო წლებში ლუდის ბაზარი აღარ იზრდება

ვრცლად
12.აპრილი.2019 19:45
554

პოლიეთილენის მწარმოებელი დანადგარისთვის აღებული სესხი – პარკი აიკრძალა, სესხი დარჩა

ვრცლად
03.აპრილი.2019 09:00
1169

"კუმისის" დამფუძნებელმა მთავრობის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელი მოამზადა

ვრცლად