05.დეკემბერი .2018 18:13

Facebook-ზე ტექნიკური ხარვეზებია, ათიათასობით მომხმარებელი ქსელში ვერ შედის

views 611
უკან

5 დეკემბერს facebook-ის ათიათასობით მომხმარებელს მიუვიდა შეტყობინება, რომ ისინი ტექნიკური ხარვეზის გამო ქსელში შესვლას ვერ შეძლებდნენ.

მომხმარებელთა თქმით, პაროლის არაერთხელ შეყვანის მიუხედავად, facebook-ი მათ არ უშვებდა. უცნობია, რა არის ამის მიზეზი. 

28 სექტემბერს facebook-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სოციალური ქსელის 50 მილიონამდე მომხმარებლის ანგარიშზე ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა. ჰაკერებმა ამ ადამიანთა შესახებ ჯერ კიდევ დაუზუსტებელი მოცულობის პერსონალური ინფორმაცია მიიღეს. 

facebook-ის სტატისტიკის მიხედვით, კომპანიას 2.2 მილიარდი აქტიური მომხმარებელი ჰყავს.