14.აპრილი .2016 19:56

Facebook-მა ახალი განყოფილების, Building 8-ის შექმნის შესახებ განაცხადა

views 975
უკან

Facebook-მა ახალი განყოფილების Building 8_ის შექმნის შესახებ განაცხადა. Financial Times-ის ინფორმაციით, Building 8 გახდება ლაბორატორია ვირტუალური რეალობის და ხელოვნული ინტელექტის შესაქმნელად. ახალი განყოფილების დანიშნულება იქნება "რკინასავით გამძლე" პროდუქცია, რომლებიც დაეხმარებიან Facebook-ს განახორციელოს "მსოფლიოს გაერთიანების იდეა".
 
ახალ განყოფილებას რეჯინა დუგანი უხელმძღვანელებს, რომელიც ადრე აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს ახალი ტექნოლოგიების დეპარტამენტს DAPRA-ს ხელმძღვანელობდა, ამ დროისთვის კი ინოვაციური პროექტების ხელმძღვანელია Google-ში.

დუგანმა განაცხადა, რომ Building 8 გამოიყენებს DAPRA-ს მსგავს სტილს განვითარების ეტაპების გარღვევისთვის.

ადრე Facebook-მა ვირტუალური სათვალეების მწარმოებელი Oculus Rift 2 მილიარდ დოლარად შეიძნა. Oculus VR-ის სათვალეებს Samsung Galaxy S7-ის მყიდველებს უფასოდ ჩუქნიდნენ.