მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Facebook-მა 6 თვეში 3 მილიარდი ყალბი გვერდი წაშალა

5ce8079b04f74
მიშა ხაჩიძე
24.05.19 19:12
940
Facebook-მა ბოლო 6 თვის განმავლობაში 3 მილიარდი ყალბი გვერდი წაშალა. როგორც სოციალური ქსელის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი, ეს რეკორდული მაჩვენებელია Facebook-ის ისტორიაში.

გასული წლის იმავე პერიოდის მონაცემებით, სოციალურმა ქსელმა ორჯერ ნაკლები ‘’ფეიქ მომხმარებლის’’ ექაუნთი დაბლოკა.

როგორც ანგარიშიდან ირკვევა, Fake ექაუნთები გახსნიდან რამდენიმე წუთში იშლება, 99% მსგავსი გვერდებისა თავად facebook-ის მიერ არის აღმოჩენილი, და არა, სხვა მომხმარებლების მიერ დარეპორტებული.

ამას გარდა, ანგარიშიდან ჩანს, რომ, ქსელმა 2018 წლის ოქტომბრიდან 2019 წლის მარტის ჩათვლით, სიძულვილის ენის შემცველი 7 მილიონზე მეტი პოსტი, წაშალა.

პოპულარულ სოციალურ პლატფორმაში ვარადუობენ, რომ მომხმარებელთა 5% ყალბია. Facebook-ის ყოველთვიური აქტიური მომხამრებელი კი 2,4, მილიარდ ადამიანს შეადგენს.