მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Facebook-ი შეზღუდვებს აწესებს

5cdc2fb427164
მიშა ხაჩიძე
15.05.19 22:10
1972
ახალ ზელანდიაში მეჩეთზე მომხდარი თავდასხმიდან ორი თვის შემდეგ, სოციალური ქსელი Facebook-ი ახალი შეზღუდვის შესახებ იუწყება.

მომხმარებლებს სოციალური ქსელის წესების დარღვევის პირველივე შემთხვევაში, პირდაპირი ეთერის ე.წ. Livestream-ის ფუნქცია გაეთიშებათ.

სიახლის შესახებ, დღეს, პარიზში ე.წ. ქრისთენჩარჩის სამიტის ფარგლებში, ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრისა და საფრანგეთის პრეზიდენტის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.

როგორც უცხოური მედია იუწყება, დარღვევად ჩაითვლება მაგალითად, Facebook-ის საკუთარ გვერდზე ტერორისტული ორგანიზაციის ვიდეოს გაზიარებაც; შეზღუდვა 30 დღე გასტანს.

გარდა ამისა, Facebook-ი 7,5-მილიონიან სამეცნიერო პროექტს იწყებს, რომელიც ფოტოს შეცნობასა და ალგორითმების დახვეწაზე იქნება ორიენტირებული.

შეგახსენებთ, რომ ახალი ზელანდიის ქალაქ ქრისთენჩარჩში მეჩეთზე მარტში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმას 51 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ტერორისტი თავდასხმას 17 წუთის განმავლობაში Facebook-ლაივით გადასცემდა.