21.აპრილი .2016 18:00

Facebook-ი მომხმარებელს კარგი სტატუსის გამოქვეყნებისთვის თანხას გადაუხდის

views 1587
უკან

სოციალური ქსელი Facebook-ი მომხმარებელს კარგი "პოსტისთვის" დააჯილდოვებს. ეს გადაწყვეტილება კომპანიამ სოციალური ქსელის მომხმარებელთა რიცხვის კლებასთან დაკავშირებით მიიღო,- იუწყება The Verge-ი.
 
ბოლო პერიოდში, სოციალურ ქსელებში ორიგინალური “პოსტების“ რიცხვმა იკლო. ფოტოებსა და სელფებს რაც შეეხება მათთვის Instagram-ი უფრო ხელსაყრელია.

სიტუაციის შესაცვლელად Facebook-მა გამოკითხვა ჩაატარა, რათა გაეგო მომხმარებლის წახალისებისთვის ყველაზე მისაღები ვარიანტი რა იქნებოდა. პერსპექტივაშია შემოწირულობები და პოსტებიდან შემოსავლის მიღება.

კომპანიაში ჯერ არ გადაუწყვეტით თუ რა გზით დააჯილდოვებენ მომხმარებელს.