მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

FaceApp-ი, რომელიც ინტერნეტ სენსაციად იქცა, რუსულ კომპანიას წარმოადგენს

5d2c5654152a1
შოთა ტყეშელაშვილი
15.07.19 14:31
7792
თუ გასული კვირის განმავლობაში Facebook-ი ან Instagram-ი შეამოწმეთ, ალბათ არ გამოგრჩებოდათ ფაქტი, რომ თქვენ გარშემო ათობით ადამიანმა დააყენა სპეციალური ფილტრი, რომელიც მათ “დაბერებულ” ფოტოებს ქმნის.

ალგორითმი და სისტემა, რომელიც ადამიანებს აბერებს და მათი ფოტოებისთვის სქესის შეცვლა შეუძლია, 2014 წელს რუსმა დეველოპერმა იაროსლავ გონჩაროვმა შექმნა. გონჩაროვმა TechChrunch-ს განუცხადა, რომ მისი მიზანი იყო შეექმნა ისეთი ნეირონული ქსელი, რომელიც თავად შეისწავლიდა და ამოიცნობდა თითოეული ადამიანის სახის ძირითად მახასიათებლებს და მათთვის დაბერების შესაძლო ვიზუალურ სცენარს დამოუკიდებლად შექმნიდა. 

“ჩვენი ძირითადი უპირატესობა კონკურენტებთან შედარებით არის ფოტორეალისტურობა", ამბობს გონჩაროვი.

მისივე თქმით, ისინი მათი თითოეული მომხმარებლის პირადი მონაცემების დაცულობას უზრუნველყოფენ.

კომპანია აგროვებს მომხმარებელთა სრულ ფოტო გალერიებს, ასევე მომხმარებელთა ელექტრონული ფოსტის მისამართებს. FaceApp-ი აცხადებს, რომ აღნიშნულ ინფორმაციას ის გადასცემს იმ კომპანიებს, რომლებიც FaceApp-ის საერთო ბიზნეს ჯგუფში შედიან. 

აპლიკაციის დამფუძნებელი 2011-2013 წლებში რუსული ტექნოლოგიური კომპანია Yandex-ის მობილური აპლიკაციების ოფისისი ხელმძღვანელი იყო, 2006-2011 წლებში კი ასევე Yandex-ის ერთ-ერთი შვილობილი კომპანია SPB Software-ის წამყვანი დეველოპერი იყო.