14.ივნისი.2019 19:16
ეკონომიკა, საზოგადოება

Exclusive: რა უძღოდა წინ ფოთის პორტზე სკანდალურ ნებართვას? - 3 წერილი

Exclusive: რა უძღოდა წინ ფოთის პორტზე სკანდალურ ნებართვას? - 3 წერილი
BMG-იმ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან გამოითხოვა ის ოფიციალური მიმოწერა, რომელიც ფოთის პორტის ოპერატორ კომპანია APM Terminals-სა და სახელმწიფოს შორის ფოთის პორტის ღრმაწყლოვანი ტერმინალის მშენებლობასთან დაკავშირებით შედგა.

როგორც ირკვევა, APM-მა სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს პირველად ამ თემაზე 2018 წლის 24 ოქტომბერს მიმართა. შეგახსენებთ, რომ მანამდე 2017 წლის პირველ დეკემბერს "APM ტერმინალს ფოთის" დირექტორმა კლაუს ლოურსენმა BMG “ანალიტიკა”-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოში ღრმაწყლოვანი პორტის საჭიროება საერთოდ არ იდგა და ამ აზრს, მთლიანად ინდუსტრია იზიარებდა. მის ამ პასუხს "თიბისი ჯგუფის" პრეზიდენტის მამუკა ხაზარაძის საკმაოდ მწვავე გამოხმაურება მოჰყვა ისევ ელენე კვანიჭილაშვილის საავტორო გადაცემის “ანალიტიკის” ეთერში. ამის შემდეგ კი ფოთის პორტმა განაცხადა, რომ თავად აპირებდა ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას და ეს, სავარაუდოდ, “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" გააქტიურებას უკავშირებდებოდა, ასევე წინარე სამუშაოებს თავად პორტის ტერიტორიაზე.

2018 წლის 24 ოქტომბრის წერილში APM სახელმწიფო ქონების სააგენტოს სთხოვს, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 3 მიწის ნაკვეთი გადასცეს კორპორაცია "ფოთის საზღვაო ნავსადგურს". წერილს ხელს ნავსადგურის ხელმძღვანელი კლაუს ლოურსენი აწერს. ამ პერიოდში, ეკონომიკის სამინისტროს გიორგი ქობულია ხელმძღვანელობს.

პირველ წერილში ისიც ირკვევა, რომ "ეიპიემ ტერმინალსს" ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვისთვის საჭირო პირველი ეტაპის დოკუმენტაცია უკვე წარდგენილი აქვს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოში, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს შემადგენლობაში შემავალი სსიპ-ია.

APM-ის წერილი სახელმწიფო ქონების სააგენტოს



მოგვიანებით, 2018 წლის 5 ნოემბერს, "ეიპიემ ტერმინალსი" ქონების ეროვნულ სააგენტოში კიდევ ერთ წერილს აგზავნის და სააგენტოს მოთხოვნილი ნაკვეთების აზომვით ნახაზებს აწვდის.

APM ტერმინალსის წერილი სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს



მხოლოდ მეორე წერილის შემდეგ პასუხობს APM-ს სააგენტო. 4 დეკემბერს უკვე ქონების სააგენტოს ჰყავს ახალი ხელმძღვანელი გიორგი დუგლაძე, რომელიც ეიპიემ ტერმინალსისგან წერილობით ითხოვს, დაზუსტებული წინადადებების წარმოდგენას მათ მიერ მოთხოვნილ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ოთხ მიწის ნაკვეთზე. დაზუსტება გულისხმობს ინფორმაციას უძრავი ქონების გადაცემის ფორმის, ვადის, საფასურის და სხვა პირობების შესახებ. შეგახსენებთ, რომ ამ პერიოდშიც, ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულიაა.

სახელმწიფო ქონებრის ეროვნული სააგენტოს პასუხი APM-ს



ამის შემდეგ, ფაქტად დგება, რომ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, გრიგოლ კაკაურიძის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 4 მიწის ნაკვეთზე სამშენებლოდ გამოყენების პირობებს გამოსცემს მიუხედავად იმისა, რომ “ეიპიემ ტერმინალსს” არაფერი დაუზუსტებია, როგორც ამას ქონების სააგენტო ითხოვდა.

ეკონომიკის უკვე მოქმედმა მინისტრმა ნათია თურნავამ ნებართვა გააუქმა და გრიგოლ კაკაურიძე სამსახურიდან გაათავისუფლა. მიზეზად ხარვეზიანი ნებართვა დასახელდა, რაზეც APM Terminals მენეჯმენტი ელოდა ოფიციალურ კორესპოდენციას გადაწყვეტილებისთვის, გააგრძელებდა თუ არა ამ თემაზე სამართლებრივ დავას.

ავტორები: თელარა გელანტია, ელენე კვანჭილაშვილი



24.ივლისი.2019 13:00
139

საქართველოს მთავრობა “ფრანს ავტოსგან” 335 თეთრ ავტომობილს ყიდულობს

ვრცლად
24.ივლისი.2019 12:50
156

"ბოლო 2 თვეში ლარის დევალვაცია რუსეთიდან ტურისტების შემცირების შედეგია"

ვრცლად
24.ივლისი.2019 12:25
298

სოსო ფხაკაძე იმ მიზეზებს ასახელებს, რომელთა გამოც საქართველოში საწვავის ფასი გაიზარდა

ვრცლად
24.ივლისი.2019 12:04
1241

ხაზარაძე-ჯაფარიძეს ფულის გათეთრების მუხლით ბრალს წარუდგენენ

ვრცლად
24.ივლისი.2019 11:20
112

ხევი-უბისას მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

ვრცლად
24.ივლისი.2019 10:55
539

"ჩვენ დავანგრიეთ საბჭოთა კავშირი, მაგრამ საბჭოთა ადამიანს ვერაფერი მოვუხერხეთ"

ვრცლად