18.მაისი.2019 17:00
მსოფლიო

ე.წ. "საწოლის საკომისიო" ტურისტებისთვის - ამსტერდამში სტუმრობა ძვირდება

ე.წ. "საწოლის საკომისიო" ტურისტებისთვის - ამსტერდამში სტუმრობა ძვირდება
ამსტერდამში სტუმრობა ტურისტებს უფრო ძვირი დაუჯდებათ.

ჰოლანდიის დედაქალაქის მერიის მიერ, რამდენიმე წლის წინ დაწესებულ ტურისტულ მოსაკრებელთან ერთად, ახლა უკვე უცხოელი ვიზიტორები ე.წ. საწოლის საკომისიოსაც გადაიხდიან.

კერძოდ, თითო ღამის გათევა მსოფლიოში პოპულარულ ტურისტულ ქალაქში 3 ევრო დაჯდება, თანხას სასტუმროებში დაიანგარიშებენ.

ამსტერდამის მერიაში ვარაუდობენ, რომ ამ გზით, ყოველწლიურად, ბიუჯეტში ტურისტებისგან 100 მილიონი ევრო შევა, რაც ისტორიული ქალაქის განვითარებასა და მოვლას მოხმარდება.

ამსტერდამის მთავრობა მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში ამსტერდამის ხიდების, ქუჩებისა და არხების მოპირკეთებაში 289 მილიონი ევროს ინვესტირებას გეგმავს.
ავტორი: მიშა ხაჩიძე

26.ივნისი.2019 11:30
985

პუტინის აკრძალვის მიუხედავად, რუსები საქართველოში მაინც მოდიან

ვრცლად
26.ივნისი.2019 10:34
195

Deutsche Welle: ევროპაში ქართულ ღვინოზე მოთხოვნა გაიზარდა

ვრცლად
26.ივნისი.2019 00:20
376

Apple სამუშაო ადგილებს ზრდის

ვრცლად
26.ივნისი.2019 00:10
398

Flixbus-სს კონკურენტი გამოუჩნდა

ვრცლად
26.ივნისი.2019 00:02
2661

Грузия –ს ნაცვლად Сакартвело - პოროშენკოს ინიციატივა უკრაინის საგარეო უწყებას

ვრცლად
25.ივნისი.2019 23:30
511

ავიაკომპანია Eurowings ფასებს ამცირებს

ვრცლად