02.მარტი .2016 11:39

ევროზონაში უმუშევრობის დონე შემცირდა

views 1077
უკან

იანვარში ევროზონაში უმუშევრობის დონე 10,4%-დან 10,3%-მდე შემცირდა და 2011 წლის აგვისტოს შემდეგ, მინიმალური ზღვარი დააფიქსირა. გასული წლის ანალოგიური მავენებელი 11,3% იყო. ევროსტატის ინფორმაციით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში უმუშევრობის დონე 9%-დან 8.9%-მდე დეკემბერში შემცირდა. გასული წლის იანვარში უმუშევრობა 12 თვის ჭრილში 9,8% იყო, რაც 2009 წლის მაისის შემდეგ, ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.