15.მაისი.2019 23:50
მსოფლიო

ევროსასამართლომ დამსაქმებლებს თანამშრომელთა სამუშაო საათების აღრიცხვა დაავალა

ევროსასამართლომ დამსაქმებლებს თანამშრომელთა სამუშაო საათების აღრიცხვა დაავალა
ევროპული კავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ ევროპელ დამსაქმებლებს თანამშრომელთა სამუშაო საათების ფაქტობრივი აღრიცხვა დაავალა. 

ახალი მოთხოვნით, ევროკავშირის მასშტაბით დარეგისტრირებულმა ყველა კომპანიამ შესაბამისი სისტემა უნდა შეიმუშაოს, რომლის დახმარებითაც თანამშრომლების სამუშაო პერიოდი ყოველდღიურად აღირიცხება და დაითვლება.

ევროკავშირის სასამართლომ ეს გადაწყვეტილება ესპანეთის პროფკავშირის სარჩელზე გამოიტანა. კავშირი დოუჩე ბანკის მადრიდის ფილიალს უჩიოდა. 

მოსარჩელე მხარის მტკიცებით, ბანკი დასაქმებულებს მხოლოდ ზეგანაკვეთურ სამუშაო დროს უთვლიდა, სავალდებულო სამუშაო საათების აღსწერა კი, არ ხდებოდა.

საქმეს ესპანური სასამართლოც განიხილავდა, თუმცა პროფკავშირებმა სარჩელი ევროკავშირის უმაღლეს ინსტანციაშიც შეიტანეს.

გადაწყვტილების გამოტანისას აღინიშნა, რომ ასეთი სისტემის დანერგვა სავალდებულოა, იმისათვის, რომ ევროკავშირის მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებები დაცული იყოს.
ავტორი: მიხეილ ხაჩიძე

26.მაისი.2019 23:00
245

კომპანიები, რომლებიც თითო დასაქმებულიდან ყველაზე მეტ შემოსავალს იღებენ

ვრცლად
26.მაისი.2019 16:50
97

ეიფელის მიმდებარე ტერიტორიაზე მწვანე "ოაზისის" გაშენება იგეგმება

ვრცლად
26.მაისი.2019 16:10
137

ემოციის ამომცნობი Amazon რობოტები

ვრცლად
26.მაისი.2019 13:35
213

ზაფხულის არდადეგებისთის 10 საუკეთესო ევროპული კურორტი

ვრცლად
25.მაისი.2019 19:43
182

ტანზანიის ხელისუფლება კილიმანჯაროზე საბაგიროს აშენებას აპირებს

ვრცლად
25.მაისი.2019 17:30
430

5G-ინტერნეტმა ამინდის პროგნოზის დადგენას, შესაძლოა, ხელი შეუშალოს

ვრცლად