მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპის ცენტრალურმა ბანკმა ევროზონის დახმარების პროგრამა გააფართოვა

566191086ae14
BM.GE
04.12.15 17:09
1744
ევროპის ცენტრალურმა ბანკმა ევროზონის დახმარების პროგრამა გააფართოვა. ექსპერტები ამას ელოდებოდნენ: ინფლაცია ევროზონაში, ევროპის ცენტრალური ბანკის ძალისხმევის მიუხედავად, ნოემბერში 0.1%-მდე შემცირდა, ხოლო ინფლაციის სტიმულირებას მარიო დრაგის უწყება თავის ძირითად ამოცანად მიიჩნევს.

გუშინ გამართულ სხდომაზე, ბანკმა რაოდენობრივი შერბილების პროგრამა, რომელიც თვეში 60 მლრდ ევროს აქტივების გამოსყიდვას ითვალისწინებს, 2017 წლის მარტამდე გაგრძელდა და მასში ევროპის ქვეყნების რეგიონალური მთავრობების ობლიგაციების შესყიდვაც ჩართეს. გარდა ამისა, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა მინუს 0.3%-მდე შეამცირა სადეპოზიტო განაკვეთი ბანკებისთვის და ამასთან რეფინანსირების თითქმის ნულოვანი განაკვეთი (0.05%) უცვლელი დატოვა.

"გადაწყვეტილების მიზანია ევროზონის ეკონომიკის აღდგენის სტიმულირება. ევროპის ცენტრალური ბანკის მმართველი საბჭო ყურადღებით აკვირდება ფასების სტაბილურობას და საჭიროების შემთხვევაში ჩვენ მზად ვიქნებით მოქმედებისთვის", - განაცხადა მარიო დრაგიმ გუშინდელ პრესკონფერენციაზე. მაგრამ ინვესტორები იმედგაცრუებული დარჩნენ: ისინი მარეგულირებლისგან უფრო გაბედულ გადაწყვეტილებებს ელოდნენ. გუშინ ევროპის საფონდო ბირჟებმა 2.5-დან 3.5%-მდე დაკარგეს. ევროვალუტამ კი დრაგის კომენტარების შემდეგ მარტიდან ყველაზე დიდი „ნახტომი“ გააკეთა: აშშ დოლარის მიმართ ევრო 3%-ით გამყარდა და $1,09-ს მიაღწია.