მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროპაში ირანული ნავთობის ექსპორტი იზრდება

572efa4f705c3
BM.GE
08.05.16 12:30
1598
ირანი ევროპაში ნავთობის ექსპორტს ზრდის. აპრილში ირანული ნავთობის ექსპორტმა ევროპაში დღე-ღამეში 500 000 ბარელი შეადგინა.
 
ფრანგულმა კომპანიამ Total დღემდე 230 000 ბარელი ირანული ნავთობის იმპორტი განახორციელა. აპრილში თურქეთმა 100 000 ბარელი ირანული ნავთობის იმპორტი განახორციელა, ხოლო სირიაში 50 000 ბარელის ექსპორტი მოხდა.

ახალი კონტრაქტების მიხედვით, რომელიც ირანმა ფრანგულ Total-თან და ესპანურ Sepsa-თან გააფორმა, უახლოეს პერიოდში ირანული ნავთობის ექსპორტი ევროპაში დღეში 230 000 ბარელით გაიზრდება.

სანქციების დაწესებამდე ირანი დღე-ღამეში 4,2 მილიონ ბარელ ნავთობს აწარმოებდა, საიდანაც ექსპორტზე 2,3 მილიონი ბარელი გადიოდა.