მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკომისიის პრეზიდენტად ისტორიაში პირველად ქალი აირჩიეს

5d2f0b9f7ffe0
მიხეილ ხაჩიძე
17.07.19 15:48
746
10-საათიანი განხილვის შემდეგ გადაწყვეტილება ცნობილია. 383 მომხრე და 327 წინააღმდეგი - გერმანიის თავდაცვის მინისტრი ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტად აირჩიეს.

ამით ის პირველი ქალი გახდა, რომელიც ამ თანამდებობაზე ინიშნება, ურსულა ფონ დერ ლაიენი 1 იანვრიდან ჟან-კლოდ იუნკერს შეცვლის.

"დიდებულია რაც ჩვენ გვაქვს, გაუმარჯოს ევროპას",-ამ ფრაზით დაასრულა სამადლობელი სიტყვა გერმანელმა დიპლომატმა.

ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროპულმა საბჭომ 2 ივლისს წარადგინა.

აღსანიშნავია, რომ ურსულა ფონ დერ ლეიენი 2013 წელს გერმანიის თავდაცვის პირველი ქალი მინისტრი გახდა. ის ანგელა მერკელის მოკავშირედ ითვლება. 60 წლის პოლიტიკოსს შვიდი შვილი ჰყავს.