11.ივლისი.2019 13:46
ეკონომიკა

ევროკომისიის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან თანამშრომლობის დირექტორი: ბათუმში მიმდინარე საინვესტიციო ფორუმს ახალი შესაძლებლობების შექმნა შეუძლია

ევროკომისიის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან თანამშრომლობის დირექტორი:  ბათუმში მიმდინარე საინვესტიციო ფორუმს ახალი შესაძლებლობების შექმნა შეუძლია
ბათუმში მიმდინარე აღმოსავლეთ პარტნიორობის საინვესტიციო ფორუმს ახალი შესაძლებლობების შექმნა შეუძლია, - განაცხადა ლოურენს მერედიტმა, ევროკომისიის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან თანამშრომლობის დირექტორმა.

ლოურენს მერედიტი პანელის „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ინვესტირების გამოწვევები და შესაძლებლობები - 10 წლის შემდეგ პრაღის დეკლარაციიდან" ერთ-ერთი სპიკერია.

„ჩვენ, ევროკავშირი მოხარული ვართ ამ ინიციატივის წარმატებით. რა თქმა უნდა, სიმბოლურია ის ფაქტი, რომ ეს ღონისძიება ბათუმში ხორციელდება - ბათუმი წელს აღიარებულია, როგორც ახალი, ყველაზე მიმზიდველი ტურისტული ადგილი ევროპაში", - განაცხადა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან თანამშრომლობის დირექტორმა.

ლოურენს მერედიტმა თავის გამოსვლაში ისაუბრა აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნებისთვის ამ საერთაშორისო პლატფორმის როლსა და მნიშვნელობაზე.

ამასთან, მისი განცხადებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატს კიდევ მეტი პოტენციალი აქვს.

„ჩვენ მოწადინებულნი ვართ, კიდევ უფრო მეტს მივაღწიოთ. პრეზიდენტმა იუნკერმა დაიწყო კონსულტაციები, რომელიც ეხება აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალს", - აღნიშნა მან.

ევროკომისიის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან თანამშრომლობის დირექტორმა რამდენიმე პრიორიტეტული სფერო დაასახელა, რომელთა მიმართულებითაც აქტიური მუშაობის წარმართვა იგეგმება: ეკონომიკა; კავშირები; ენერგოეფექტურობა; დიგიტალიზაცია და საჯარო მმართველობის რეფორმა. „ვმუშაობთ რეგიონში იმისათვის, რომ ევროკავშირის მხრიდან შევქმნათ საგრანტო დაფინანსების მექანიზმები, ისევე როგორც სასესხო დაფინანსების მექანიზმები და სხვა საერთაშორისო ინსტიტუტებთან, როგორიცაა, მაგალითად მსოფლიო ბანკი. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობა არის გადამწყვეტი და სულმოუთმენლად ველი ჩემი კოლეგებისგან მათ სამომავლო ხედვას" - აღნიშნა მან.
ავტორი: თელარა გელანტია

23.ივლისი.2019 00:05
269

ლევან სურგულაძე: საპენსიო სისტემა გაწევრიანებულთა 15%-მა დატოვა

ვრცლად
22.ივლისი.2019 23:00
260

ლევან სურგულაძე: საპენსიო სააგენტოს მთავარი რისკის ოფიცერი უახლოეს დღეებში დაინიშნება

ვრცლად
22.ივლისი.2019 22:00
1420

ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობა - როგორ სრულდება 2019 წლის გეგმა?

ვრცლად
22.ივლისი.2019 21:00
276

ქრონიკული დაავადებების პროგრამის ბიუჯეტიდან 16-ჯერ მეტია დასახარჯი, ვიდრე - პირველ 6 თვეში

ვრცლად
22.ივლისი.2019 20:40
807

"ხშირად გვავიწყდება, რომ ევროკავშირში ექსპორტზე მომსახურების სფეროს გატანაც შეგვიძლია"

ვრცლად
22.ივლისი.2019 20:05
406

დიღმის ჭალებში პარკის სამშენებლო სამუშაოები აგვისტოდან დაიწყება

ვრცლად