04.თებერვალი .2016 11:54

ევროკომისია ენერგეტიკული უსაფრთხოების ახალი წესების წარდგენისთვის ემზადება

views 1111
უკან

ევროკომისია ენერგეტიკული უსაფრთხოების ახალი წესების წარდგენისთვის ემზადება. სიახლის თანახმად ევროკავშირი გეგმავს დამატებითი უფლება მიიღოს იმ კონტრაქტებზე წვდომისთვის, რომელიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ბუნებრივი აირით მომარაგებას უზრუნველყოფს. ინფორმაციას Frankfurter Allgemeine Zeitung-ი ავრცელებს, წყაროდ გამოცემას პროექტის დოკუმენტები მოჰყავს. მომავალ კვირაში, ევროკომისარი კლიმატისა და ენერგეტიკის სფეროში, მიგელ არიას კანეტე ინიციატივის ოფიციალურად წარდგენას გეგმავს. მომზადებული დოკუმენტების მიხედვით, გაზის მოწოდებისას საჭირო იქნება ყველა დეტალი, მათ შორის ფასი, ახალი კონტრატქები და ნებისმიერი ცვლილება არსებულ შეთანხმებაში. წესები გავრცელდება ყველა კონტრაქტზე, რომლის მოქმედების ვადაც ერთ წელს აჭარბებს და ამავე დროს მომწოდებელი ფარავს ქვეყნისთვის საჭირო წლიური უზრუნველყოფის 40%-ზე მეტს.
 
ინიციატივა შესაძლოა "სამხრეთ ნაკადსაც" შეეხოს, რომელშიც "გაზპრომის" გარდა მონაწილეობას Eon, Shell და Engie იღებენ. ევროკომისიას ძველ ხელშეკრულებებზე წვდომაც სურს, იმ შემთხვევაში თუ გაზის მიწოდების პირობები რაიმე მიზეზით დაირღვევა.

ამ ყველაფრით ბრიუსელი იმედს გამოთქვამს, რომ თავიდან აირიდებს გართულებებს, რომელიც შესაძლოა "სამხრეთ ნაკადის" პროექტის განხორციელებას ევროპულ კანონმდებლობასთან თავსებადომის კუთხით მოჰყვეს. წინადადებები ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ევროპარლამენტის სესიაზე განხილვისას უნდა მოიწონონ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა