მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა რუსეთთან უვიზო რეჟიმის გადახედვის საჭიროებას ვერ ხედავს

BM.GE
17.10.22 18:36
220
საქართველოს პრეზიდენტი რუსეთთან არსებული უვიზო რეჟიმის გადახედვას არ გამორიცხავს, საქართველოს მთავრობაში კი ამის საჭიროებას ვერ ხედავენ. საქმე ის არის, რომ როგორც მოლდოვაში მყოფმა პრეზიდენტმა მოლდოველ კოლეგასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, „არ არის გამორიცხული რუსეთთან სავიზო რეჟიმის გადახედვა მოგვიწიოს, რომელიც საკმაოდ ლიბერალურია დღევანდელ პირობებში და რომელიც შეიძლება ამ აგრესიის დროს ნაკლებად მისაღები იყოს. სალომე ზურაბიშვილის განცხადების კომენტირება დღეს მთავრობის სხდომის შემდეგ მედიაოთახში ჩამოსულ ფინანსთა მინისტრს მოუწია.