მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირთან სავაჭრო ბრუნვა 4 პროცენტით გაიზარდა, დსთ-სთან 23 პროცენტით შემცირდა

56541087d701d
BM.GE
24.11.15 11:20
1399
2015 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 8121 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 14 პროცენტით ნაკლებია; აქედან ექსპორტი 1832 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, რაც 24 პროცენტით შემცირებული მაჩვენებელია, ხოლო იმპორტი 6289 მილიონი დოლარს რაც 10 პროცენტით ნაკლები მაჩვენებელია. საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2015 წლის იანვარ-ოქტომბერში 4457 მილიონი დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 55 პროცენტი შეადგინა.

2015 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 2568 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 4 პროცენტით მეტია.

აქედან ექსპორტი 537 მლნ. აშშ დოლარი იყო (2 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 2031 მლნ. აშშ დოლარი (4 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 32 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 29 პროცენტი და იმპორტში 32 პროცენტი (2014 წლის იანვარ-ოქტომბერში შესაბამისად 26, 22 და 28 პროცენტი). ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 34 პროცენტი (2014 წლის იანვარ-ოქტომბერში 31 პროცენტი).

დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2015 წლის იანვარ-ოქტომბერში 2261 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2014 წლის იანვარ-ოქტომბერთან შედარებით 23 პროცენტით შემცირებული მაჩვენებელია.

აქედან ექსპორტი 703 მილიონი დოლარი (44 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 1559 მლნ. აშშ დოლარი იყო (8 პროცენტით ნაკლები). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 28 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 38 პროცენტი და იმპორტში 25 პროცენტი (2014 წლის იანვარ- ოქტომბერში შესაბამისად 31, 52 და 24 პროცენტი). 2015 წლის იანვარ-ოქტომბერში დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 19 პროცენტი (2014 წლის იანვარ-ოქტომბერში 9 პროცენტი).