05.აპრილი.2016 17:13
მსოფლიო

ევროკავშირში უმუშევრობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გერმანიაშია

ევროკავშირში უმუშევრობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გერმანიაშია
ევროპულ სახელმწიფოებში უმუშევრობის მაჩვენებლით ნელი ტემპით, მაგრამ მაინც იწევს. Eurostat-ის მონაცემებით, მიმდინარე წლის თებერვალში, უმუშევრობამ ევროზონის 19 ქვეყანაში 10.3 პროცენტი შეადგინა, რაც 2011 წლის აგვისტოდან ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. იანვრის მაჩვენებელი 10.4 პროცენტი იყო. წინა თვესთან შედარებით, თებერვალში უმუშევართა რაოდენობა 39 000 ადამიანით შემცირდა.
 
ევროკავშირის წევრ 28 ქვეყნაში თებერვალში უმუშევრობამ 8.9 პროცენტი შეადგინა, რაც 2009 წლის შემდეგ მინიმალური მაჩვენებელია.

უმუშევრობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გერმანიაში დაფიქსირდა - 4.3 პროცენტი, ჩეხეთში - 4.5 პროცენტი, მალტაში - 5.1 პროცენტი და დანიაში 5.8 პროცენტი. შედარებით მაღალი მაჩვენებელია დაფიქსირებული საბერძნეთში და ესპანეთში.

2015 წლის თებერვალთან შედარებით, უმუშევრობის დონე 28 ქვეყნიდან 24 ქვეყანაში შემცირდა, ბელგიაში უცვლელი დარჩა, ხოლო სამ ქვეყანაში გაიზარდა, - ავსტრიაში - 5.4 პროცენტიდან 6 პროცენტამდე, ლატვიაში კი 9.7 პროცენტიდან 10.1 პროცენტამდე.

ევროზონაში ახალგაზრდების უმუშევრობის ყველაზე დაბალი დონეც გერმანიაში შეინიშნება და 6.9 პროცენტს შეადგენს, ჩეხეთში აღნიშნული ციფრი 10.2 პროცენტია, დანიაში - 10.5 პროცენტი, მალტაში კი 10.8 პროცენტი. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საბერძნეთშია და ის 48.9 პროცენტს შეადგენს.

ევროპის ცენტრალური ბანკი  2017 წლისთვის უმუშევრობის შემცირებას 10.1 პროცენტამდე ელოდება.

17.ივლისი.2019 17:04
82

მედიაში გავრცელებული ბრალდებების გამო საფრანგეთის გარემოს დაცვის მინისტრი გადადგა

ვრცლად
17.ივლისი.2019 15:48
121

ევროკომისიის პრეზიდენტად ისტორიაში პირველად ქალი აირჩიეს

ვრცლად
16.ივლისი.2019 23:50
262

გერმანიას ექთნები კოსოვოდან მიჰყავს

ვრცლად
16.ივლისი.2019 23:00
449

Nike-ს ბოტასები სოტბის აუქციონზე 160 000 დოლარად გაიყიდება

ვრცლად
16.ივლისი.2019 20:45
377

კრისტინ ლაგარდი IMF-ს 12 სექტემბერს დატოვებს

ვრცლად
16.ივლისი.2019 19:05
324

იტალიაში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

ვრცლად