15.აპრილი.2019 13:23
ეკონომიკა, EU Georgia

ევროკავშირის ელჩი: საქართველო, როგორც ბრენდი, ევროკავშირში უფრო და უფრო იმკვიდრებს თავს

ევროკავშირის ელჩი: საქართველო, როგორც ბრენდი, ევროკავშირში უფრო და უფრო იმკვიდრებს თავს
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, საქართველო, როგორც ბრენდი, ევროკავშირში უფრო და უფრო იმკვიდრებს თავს.

ამის შესახებ ელჩმა bm.ge-ის საქართველოს მთავრობის იმ ინიციატივის შეფასებისას განუცხადა, რომლის თანახმად, ქვეყანაში მეტი ახალი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, საელჩოებთან კოორდინაციაში ეკონომიკური დესპანების ინსტიტუტი შეიქმნება.

კარლ ჰარცელის განმარტებით, კომერციული ატაშეების დანიშვნისთვის სწორი დროა შერჩეული, რადგან საქართველო, როგორც ბრენდი ევროკავშირში უფრო და უფრო იმკვიდრებს თავს და საერთაშორისო საზოგადოებაც უფრო მეტად ინტერესდება საქართველოთი.

„საქართველო მეტად მიმზიდველი ხდება ტურიზმის თვალსაზრისითაც. სწორედ აქედან გამომდინარე, ვხედავ კომერციული ატაშეების, როგორც ქვეყნის რეპუტაციისა და შესაძლებლობების პრეზენტატორების, რესურსის გამოყენების შესაძლებლობას და ეს რესურსი თუნდაც ევროკავშირთან მიმართებით, აუცილებლად უნდა იქნეს გამოყენებული. ჩემი გადმოსახედიდან, კომერციული ატაშეების დანიშვნის იდეა საკმაოდ გონივრული და დროულია“, - აცხადებს კარლ ჰარცელი.

შეგახსენებთ, კომერციული ატაშეების კონკურსი გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობის დროს, 2018 წლის 6 მარტს გამოცხადა. აპლიკანტებისგან განაცხადების მიღება კი, აპრილში დასრულდა. მთავრობას კომერციული ატაშეების დანიშვნა 6 ქვეყანაში სურდა - ამერიკის შეერთებულ შტატებში, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასა და თურქეთის რესპუბლიკაში, დიდ ბრიტანეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, თუმცა, ქვეყანას, ინვესტიციების მოზიდვის მოვალეობის შემსრულებლები, არცერთ აქ ჩამოთვლილ ქვეყანაში, ამ დრომდე არ ჰყავს.

როგორც გასულ კვირას ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ განაცხადა, მთავრობა ეკონომიკური ატაშეების სხვანაირ მოდელს ქმნის და ისინი მიბმულები იქნებიან საელჩოებთან დესპანის პოზიციაში. ჯერჯერობით, ეკონომიკური დესპანების პოზიციაზე არავინ დანიშნულა.
ავტორი: ელენე ჩომახიძე

24.აპრილი.2019 17:34
53

„ჩაგჩურჩულეს? წერილი მოგწერეს?“, - გოცირიძის კითხვა ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსს

ვრცლად
24.აპრილი.2019 17:18
134

ფინანსური მონიტორინგის სამსახურის პირველი კომენტარი TBC-ზე: ჩვენი ქმედება სწორი იყო

ვრცლად
24.აპრილი.2019 17:00
61

ეკონომიკის სამინისტრო: 2030 წელს ელექტროენერგიაზე მოთხოვნა დაახლოებით, 33%-ით გაიზრდება

ვრცლად
24.აპრილი.2019 16:35
64

ბიზნესომბუდსმენის აპარატი ტრანზიტული საქონლის დაბეგვრის წესის ცვლილებას ითხოვს

ვრცლად
24.აპრილი.2019 16:23
165

"სადისტრიბუციო კომპანიებსა და სავაჭრო ობიექტებს შორის ურთიერთობა რეგულირებადი გახდება"

ვრცლად
24.აპრილი.2019 16:00
80

რატომაა კარგი ყაზახეთიდან ხორბლის იმპორტის დაწყება? - მწარმოებელთა ფედერაციის მოსაზრება

ვრცლად