15.აპრილი .2016 10:44

ევროკავშირის დატოვებით, დიდ ბრიტანეთში შესაძლოა 10 000 სამუშაო ადგილი გაქრეს

views 1089
უკან

ევროკავშირის დატოვებით, დიდ ბრიტანეთის საფინანსო სექტორში შესაძლოა 10 000 სამუშაო ადგილი გაქრეს. CNNMoney-ს ინფორმაციით, PriceWaterhouseCoopers-ის კვლევის მიხედვით, თუკი ქვეყნის მოსახლეობა რეფერენდუმზე ბრიტანეთის ევროკავშირისგან გამოყოფას აირჩევს 2020 წლისთვის მისი ეკონომიკა 17 მილიარდი ფუნტით შემცირდება.
 
კვლევაში მთავარ საფრთხედ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობები სახელდება. გამოცემა წერს, რომ აღნიშნულ ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების არარსებობის პირობებში, ქვეყნის ფინანსური სექტორის ზარალი საკმაოდ დიდი იქნება.

საფინანსო სექტორში მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობს ინგლისის ბანკიც. გასულ კვირას ბანკის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, საბანკო სექტორი უკვე განიცდის არასტაბილურობას იმ მოლოდინების გამო, რაც რეფერენდუმის ირგვლივ ვითარდება.

შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთში რეფერენდუმი 23 ივნისს არის ჩანიშნული.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა