მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირის დაფინანსებულმა პროექტმა განიხილა ქართული მცირე და საშუალო ბიზნესის მონაწილეობა სახელწიფო შესყიდვებში

5d4bc65fe5cd0
BM.GE
08.08.19 10:47
911
ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა პროექტმა განიხილა ქართული მცირე და საშუალო ბიზნესის მონაწილეობა სახელწიფო შესყიდვებში

ღონისძიება მოიცავდა პოლიტიკის ნარკვევის პირველადი მიგნებების შესახებ პრეზენტაციას და დისკუსიას ქართული მცირე და საშუალო ბიზნესის მონაწილეობაზე სახელწიფო შესყიდვებში.

2019 წლის 8 აგვისტოს საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ (GFA), პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად წარადგინა კვლევის - ქართული მცირე და საშუალო ბიზნესის მონაწილეობა სახელწიფო შესყიდვებში - პირველადი შედეგები.

ღონისძიების მიზანი იყო, სახელმწიფო შესყიდვების თემაზე შემუშავებული პოლიტიკის დოკუმენტის სამუშაო ვერსიის წარდგენა და აღნიშნულ საკითხზე კერძო და საჯარო სექტორს შორის დისკუსია. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მცირე და საშუალო საწარმოებს არ აქვთ საკმარისი ტექნიკური ცოდნა და ინფორმაცია, რომ მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო შესყიდვებში.

„კვლევის მიზანი იყო საქართველოში არსებული პრაქტიკის შესწავლა სახელმწიფო შესყიდვებში. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია მცირე და საშუალო ბიზნესის მონაწილეობაზე. კერძოდ, რა დაბრკოლებებია მათთვის სახელმწიფო შესყიდვების პროცედურებში და რა ზომების მიღება ხდება, რომ პროცესი უფრო მეტად იყოს მორგებული ქართულ მცირე და საშუალო ბიზნესზე. კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს არ აქვს ეფექტური მექანიზმი სახელმწიფო შესყიდვებში მცირე და საშუალო საწარმოების მონაწილეობის მხარდასაჭერად. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო შესყიდვების პროცესი უფრო მეტად მორგებული იყოს ქართულ მცირე და საშუალო ბიზნესზე,“ - გიორგი ნონიაშვილი, თავმჯდომარის მოადგილე, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია.

კვლევის საჭიროება პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების შედეგად გამოვლინდა, რაც მოიცავდა სხვადასხვა ტიპის ტრენინგებს, მცირე საგრანტო კომპონენტს, გაიდლაინების შემუშავებასა და პროდუქციის ევროკავშირში ექსპორტთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებას.

ღონისძიება გაიმართა პროექტის „სურსათისა და სოფლის მეურნეობის დარგში მცირე და საშუალო საწარმოების მხარდამჭერი ინიციატივა“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ხორციელდება ხუთი ორგანიზაციისგან შემდგარი კონსორციუმის მიერ - ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის კვლევითი ინსტიტუტი (ISET-PI), ექსპორტის განვითარების ასოციაცია (EDA), სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA) და ასოციაცია „ათინათი“ (ATINATI), საქართველოს ფერმერთა ასოციაციის (GFA) ხელმძღვანელობით.