30.ნოემბერი.2015 09:58
ეკონომიკა

ევროკავშირი საქართველოს, ეკონომიკური რეფორმების განსახორციელებლად, 100 მილიონ ევროს გამოუყოფს

ევროკავშირი საქართველოს, ეკონომიკური რეფორმების განსახორციელებლად, 100 მილიონ ევროს გამოუყოფს
ევროკავშირი საქართველოს, ეკონომიკური რეფორმების განსახორციელებლად, 100 მილიონ ევროს გამოუყოფს. ახალი დახმარების პაკეტი საქართველოსთვის ევროკომისიამ 27 ნოემბერს დაამტკიცა. თანხა ძირითადად საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ნაკისრი რეფორმების განხორციელებას მოხმარდება. 100 მილიონ ევროიანი დახმარების პაკეტი ოთხი კომპონენტისაგან შედგება და მოიცავს საჯარო ადმინისტრაციული რეფორმის მხარდაჭერას, სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, "ენპარდის" მეორე ფაზის განხორციელებას, ტექნიკური თანამშრომლობის ხელშეწყობას საქართველოს ძირითადი საჯარო ინსტიტუტების შესაძლებლობების გაზრდის მიზნით და სამოქალაქო საზოგადოების ფასილიტაციას, რაც სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის დაფინანსების წყაროების დივერსიფიცირებას გულისხმობს.

24.აგვისტო.2019 11:50
4

2020 წელს ქარის სამი სადგურის მშენებლობა იგეგმება

ვრცლად
24.აგვისტო.2019 11:20
38

კახეთის გზატკეცილის რეაბილიტაცია ოქტომბერში დასრულდება

ვრცლად
24.აგვისტო.2019 10:50
70

შსს–მ მაღაზია "აიტექნიკსის" გაქურდვის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

ვრცლად
24.აგვისტო.2019 10:41
46

სოფელ საყავრესთან ტყეში ხანძრის კერები მუშავდება, ადგილზეა ორი ვერტმფრენი

ვრცლად
24.აგვისტო.2019 10:33
49

რთული რელიეფის გამო, ყვარლის რაიონში ხანძრის ჩასაქრობად ვერტმფრენი ჩაერთო

ვრცლად
24.აგვისტო.2019 10:00
166

წინანდლის მამულში ახალი სასტუმრო – Park Hotel სექტემბერში გაიხსნება

ვრცლად