30.ნოემბერი.2015 09:58
ეკონომიკა

ევროკავშირი საქართველოს, ეკონომიკური რეფორმების განსახორციელებლად, 100 მილიონ ევროს გამოუყოფს

ევროკავშირი საქართველოს, ეკონომიკური რეფორმების განსახორციელებლად, 100 მილიონ ევროს გამოუყოფს
ევროკავშირი საქართველოს, ეკონომიკური რეფორმების განსახორციელებლად, 100 მილიონ ევროს გამოუყოფს. ახალი დახმარების პაკეტი საქართველოსთვის ევროკომისიამ 27 ნოემბერს დაამტკიცა. თანხა ძირითადად საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ნაკისრი რეფორმების განხორციელებას მოხმარდება. 100 მილიონ ევროიანი დახმარების პაკეტი ოთხი კომპონენტისაგან შედგება და მოიცავს საჯარო ადმინისტრაციული რეფორმის მხარდაჭერას, სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, "ენპარდის" მეორე ფაზის განხორციელებას, ტექნიკური თანამშრომლობის ხელშეწყობას საქართველოს ძირითადი საჯარო ინსტიტუტების შესაძლებლობების გაზრდის მიზნით და სამოქალაქო საზოგადოების ფასილიტაციას, რაც სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის დაფინანსების წყაროების დივერსიფიცირებას გულისხმობს.

20.მაისი.2019 10:29
51

ისარგებლე Trade-In აქციით და გადაცვალე შენი სმარტფონი სამსუნგის უახლეს Galaxy S10-ზე

ვრცლად
20.მაისი.2019 10:26
73

“ნაბიჯები უნდა გადაიდგას თქვენი სასამართლო ნდობის და ანგარიშვალდებულების ზრდისთვის“

ვრცლად
20.მაისი.2019 10:12
112

რატომ ყოვნდება ენერგეტიკაში პროექტების განხორციელება? - თურნავას განმარტება

ვრცლად
19.მაისი.2019 21:42
213

„ჯორჯიან მანგანეზი“ მორიგ განცხადებას ავრცელებს

ვრცლად
19.მაისი.2019 21:00
162

„ინვესტორსაც უნდა შევუქმნათ კომფორტი“ - თურნავა ენერგეტიკაში არსებულ გამოწვევებზე საუბრობს

ვრცლად
19.მაისი.2019 19:00
356

მინისტრი: ინვესტორებს საინვესტიციო პროექტების მზა კატალოგს შევთავაზებთ

ვრცლად