17.ივნისი.2019 11:40
მსოფლიო

ევროკავშირი დასავლეთ ბალკანეთისა და ლათინური ამერიკისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებით იმუქრება

ევროკავშირი დასავლეთ ბალკანეთისა და ლათინური ამერიკისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებით იმუქრება
თავშესაფრის მოთხოვნის გაზრდილი რაოდენობის გამო, ევროკავშირი მკაცრი ზომების მიღებით იმუქრება.

როგორც ევროკავშირის მიგრაცის კომისარმა დიმიტრის ავრამოპოლუსმა გაზეთ Funke-თან ინტერვიუში განაცხადა, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის მქონე სახელმწიფოების მოქალაქეების მხრიდან ადგილი აქვს თავშესაფარზე მოთხოვნის საგრძნობლად გაზრდას და თუ ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება, ევროკავშირთან მათ უვიზო რეჟიმი შეუწყდებათ.

საუბარია, დასავლეთ ბალკანეთისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებზე, საიდანაც ევროკავშირში ბოლო პერიოდში მასობრივი მიგრაცია შეინიშნება.

ევროკომისარმა აღნიშნა, რომ "ამ პრივილეგიის დაცვა და მოფრთხილება, სწორედ აღნიშნული ქვეყნების მთავრობების პასუხისმგებლობაა".

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ევროპული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა რეკორდულად გაიზარდა. კერძოდ, ევროკავშირის ქვეყნებში 2019 წლის იანვრიდან აპრილის ჩათვლით, თავშესაფარი 206 500-მა ადამიანმა მოითხოვა, რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 15%-ით მეტია. ლტოლვილად ჩაბარებული ყოველი მეოთხე ადამიანი კი, ევროზონაში უვიზო რეჟიმით არის ჩასული.
 
 
 
ავტორი: მიხეილ ხაჩიძე

22.ივლისი.2019 15:27
247

მავრიტანიის სანაპიროსთან საქართველოს დროშის ქვეშ მცურავ გემზე გაჩენილ ხანძარს 1 ადამიანი ემსხვერპლა

ვრცლად
22.ივლისი.2019 13:57
122

საერთაშორისო ბაზარზე ნავთობი $4-ით გაიაფდა - კვირის მიმოხილვა

ვრცლად
21.ივლისი.2019 17:29
4605

Газета.Ru: თურქმენეთის პრეზიდენტი გარდაიცვალა

ვრცლად
21.ივლისი.2019 14:50
568

მშენებლობის ბუმი დუბაიში და მდიდრული ვილები იაფად

ვრცლად
20.ივლისი.2019 18:40
1554

რომელი ქვეყნები გამდიდრდებიან 2028 წლისთვის?

ვრცლად
20.ივლისი.2019 15:40
823

ყველაზე გავლენიანი ჩინური ბრენდების ტოპ-10

ვრცლად