მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“გურმანია რითეილმა” პირველი მარკეტი გახსნა

BM.GE
20.12.22 11:55
554
შპს გურმანია რითეილმა პირველი სუპერმარკეტი გურმანია გახსნა. კომპანიის პირველი ობიექტი ორთაჭალაშია წარმოდგენილი და ის ორ სართულს მოიცავს. ობიექტის პირველი სართული ყოველდღიურ სამომხმარებლო პროდუქციას აერთიანებს, მეორე სართულზე კი მზა კვება და პრემიუმ ხარისხის პროდუქციაა განთავსებული. გურმანიას მთავარი მიზანი ადგილობრივი წარმოების წახალისებაა და სწორედ ამიტომ მარკეტში ქართული მეწარმეების პროდუქციასაც შეხვდებით. მნიშვნელოვანია ისიც რომ პროექტი ქართულ-ამერიკული ინვესტიციით განხორციელდა, კერძოდ გურმანიაში ინვესტიცია გაზელ ფაინანსმა განახორციელა.

სტუმრები: ივა ჭყონია - დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელი;
ნინო კაპანაძე - კომპანია "ფრუტ ლოჯისტიკა", დამფუძნებელი და დირექტორი;