მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU თურქეთს სანქციებს დაუწესებს და საინვესტიციო პროექტებს შეაჩერებს

5d2d91ce0a2f0
მიხეილ ხაჩიძე
16.07.19 13:11
3529
ევროკავშირი თურქეთის წინააღმდეგ სანქციებს აწესებს - The New York Times -ის ინფორმაციით, ევროგაერთიანების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე თურქეთის წინააღმდეგ ზომების ამოქმედების შესახებ ერთხმად შეთანხმდნენ.

სანქციების მიზეზი თურქეთის მიერ კვიპროსის სანაპირო ზოლში, გეოლოგიური ბურღვითი სამუშაოების წარმოებაა, რომელიც საბერძნეთმა და კვიპროსმა აქამდე არაერთხელ დაგმეს.

სანქციების თანახმად, თურქეთს, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყანას, ფინანსური დახმარება შეუმცირდება, შეჩერდება მოლაპარაკებები საჰაერო ტრანსპორტის ყოვლისმომცველ შეთანხმებაზეც. ამას გარდა, ევროპელი მინისტრები მოუწოდებენ ევროპის საინვესტიციო ბანკს; გადახედოს თურქეთში თავის საკრედიტო საქმიანობას.

ევროკავშირი კვლავინდებურად მოუწოდებს თურქეთს, თავი შეიკავოს სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევისგან, განიმსჭვალოს კეთილმეზობლური სულისკვეთებით და პატივი სცეს, როგორც კვიპროსის, ასევე საერთაშორისო სამართალს.