მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ესტონეთის პრეზიდენტი: ვგმობთ საქართველოსა და ოკუპირებულ "სამხრეთ ოსეთს" შორის ბორდერიზაციის პროცესის გაგრძელებას

5d5ad6d78117b
მიხეილ ხაჩიძე
19.08.19 21:04
768

ესტონეთი გმობს საქართველოსა და ოკუპირებულ „სამხრეთ ოსეთს“ შორის ბორდერიზაციის პროცესის გაგრძელებას - განცხადებას ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტი აკეთებს.

როგორც “ტვიტერის’’ ოფიციალურ გვერდზე კერსტი კალიულაიდიმ დაწერა, საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს ნაწილობრივ ოკუპაციას არასდროს ივიწყებს.

„დღეს ვესაუბრე ზურაბიშვილს <საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი>, რათა დამედასტურებინა, რომ ესტონეთი გმობს საქართველოსა და ოკუპირებულ „სამხრეთ ოსეთს“ შორის ბორდერიზაციის პროცესის გაგრძელებას. საერთაშორისო საზოგადოება არასოდეს დაივიწყებს საქართველოს ნაწილობრივ ოკუპაციას“, - აღნიშნავს ესტონეთის პირველი პირი.

ესტონეთის პრეზიდენტი საქართველოს მხარდამჭერ განცხადებებს სოციალურ ქსელში ხშირად აკეთებს და რუსულ ოკუპაციას მწვავედ აკრიტიკებს. ყველაზე ხმაურიანი მისი პოსტი იყო, როდესაც პირველმა პირმა საოკუპაციო ხაზთან საოკუპაციო რეჟიმის მიერ გავლებულ მავთულხლართებთან გადაღებული დათა ვანიშვილის ფოტო გაავრცელა და მავთულხლართებს ბოროტების ხაზი უწოდა.