მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ესტონეთის პრეზიდენტი ლატვიის კიბერ უსაფრთხოების სამსახურის უფროსზე დაქორწინდება

5666b190c9089
BM.GE
08.12.15 14:29
1348
ესტონეთის პრეზიდენტი, თომას ჰენდრიკ ილვესი ლატვიის კიბერ უსაფრთხოების სამსახურის უფროსზე დაინიშნა. პრეზიდენტის მრჩეველმა ესტონეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა, რომ გადაწყვეტილება ქვეყნის პირველმა პირმა ნოემბრის შუა რიცხვებში მიიღო. მავნე აღნიშნა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება პოლიტიკას და ილვესის საპრეზიდენტო პოსტს არ უკავშირდება.
 
BBC-ის ინფორმაციით, ესტონეთის პრეზიდენტის საცოლე ლატვიის თავდაცვის სამინისტროს ეროვნული კიბერ უსაფრთხოების განყოფილების უფროსია. ჯერ-ჯერობით უცნობია დარჩება თუ არა ლევა კუპცე თანამდებობაზე და შეითავსებს თუ არა ის ერთდროულად, ერთი ქვეყნის პირველი ლედისა და მეორეს კიბერ უსაფრთხოების უფროსის პოსტებს. ის თანამდებობაზე მომდევნო წლის აგვისტომდეა დანიშნული.