მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ესკო: ივნისში ელექტროენერგიის იმპორტი 29%-ით გაიზარდა

5d2c929daa761
დავით ჯალაღონია
16.07.19 16:00
880
ელექტროენერგიის კომერციული ოპერატორის მონაცემებით, 2019 წლის ივნისში საქართველოში 7 მლრდ 958 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 28.9%-ით მეტია.

ესკო-ს ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში ელექტროენერგია სომხეთიდან, რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან შემოვიდა.

რაც შეეხება წლის პირველი ნახევრის ჯამურ მაჩვენებელს, იანვარ-ივნისში 622.1 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა, რაც 2018 წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემებს 592.1 (მლნ კვტ.სთ) 5.1%-ით აღემატება.

ელექტროენერგიის ექსპორტი გასული წლის ივნისთან შედარებით, დაახლოებით, ორჯერ ნაკლებია და 99.797 მლნ კვტ.სთ-ს შეადგენს.