11.სექტემბერი .2019 20:15

„ეს საკითხი ვერცერთმა პრემიერმა გადაწყვიტა“, - რატომ აქვს სადაზღვევო სექტორს გახარიას იმედი

views 15514
უკან

„გახარია რეალური ადამიანია და მისი რაციონალურობიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ სადაზღვევო სექტორის მოგების გადასახადის ე.წ. ესტონურ მოდელში მონაწილეობა მიღწევადია“, – ეს განცხადება სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელმა დევი ხეჩინაშვილმა „საქმიანი დილის“ ეთერში გააკეთა.

„ეს საკითხი ვერცერთმა პრემიერმა ვერ გადაწყვიტა, თუმცა ყველა თვლიდა, რომ სადაზღვევო სექტორს ესაჭიროებოდა ე.წ. „ესტონურ მოდელში“ მონაწილეობა.

ახალ პრემიერთან ამ თემაზე არ გვისაუბრია, თუმცა გიორი გახარია რეალური ადამიანია და მისი რაციონალურობიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ეს თემა მიღწევადია. არც ლოგიკა და არც სამართლიანობა არ არსებობის იმისა, რომ სექტორი ამოგდებული იყოს ესტონური მოდელიდან“, – განაცხადა ხეჩინაშვილმა.

შეგახსენებთ: საფინანსო სექტორსა და მათ შორის სადაზღვევო ინდუსტრიაზე, როგორც საფინანსო სექტორის ნაწილზე მოგების გადასახადის ე.წ. ესტონური მოდელი არ ვრცელდება. პერიოდულად ინდუსტრია მთავრობისგან ითხოვეს, რომ მოგების გადასახადით დაბეგვრის „ესტონური მოდელი“ მათზეც გავრცელდეს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა