15.აპრილი.2019 23:00
ეკონომიკა

"ეს არ იქნება ბოლო შეხვედრა", - ცქიტიშვილი ანაკლიის პორტის დონორებთან შეხვედრაზე

"ეს არ იქნება ბოლო შეხვედრა", - ცქიტიშვილი ანაკლიის პორტის დონორებთან შეხვედრაზე
საქართველოს ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილის თქმით, არ არსებობს ცალსახა პასუხი იმაზე, თუ როდის გაიმართება მოლაპარაკებები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ანაკლიის ნავსადგურის თაობაზე.

შეხვედრის თარიღი დაზუსტდება მხოლოდ მოლაპარაკებების შედეგად.

ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

„ჩვენ ვერ გვექნება პასუხი მოლაპარაკების გარეშე. სწორედ ამისკენ არის მიმართული მოლაპარაკების პროცესი. დაველოდებით „ანაკლიის განვითარების კონსორციუმისგან“ და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან მათთვის მისაღებ თარიღს. შეხვედრაზე აპრილში ვართ შეთანხმებული, თუმცა ახლა დრო ზუსტდება. მხოლოდ ასეთი მოლაპარაკების შედეგად გაირკვევა, რა პოზიციების მიღება იქნება ჩვენთვის შესაძლებელი. შესაძლოა, შევძლოთ ახსნა საერთაშორისო ინსტიტუტებისთვის ჩვენი არგუმენტაციის. მოლაპარაკების დროს ხდება პოზიციების დაახლოება და შეჯერება. იმასაც გეტყვით, რომ ეს არ იქნება ბოლო შეხვედრა. არ უნდა ველოდოთ იმას, რომ ამ შეხვედრის შედეგად იქნება ყველაფერი ცხადი. ეს არის პროცესი, რომელსაც შესაბამისი დრო და მუშაობა სჭირდება ყველა მხრიდან“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
ვიცე-პრემიერმა White & Case-სთან გაფორმებულ ხელშეკრულებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელშეკრულება გაფორმებულია იმისთვის, რომ გამოცდილი კომპანია დაეხმაროს სახელმწიფოს მოლაპარაკების პროცესში, კერძოდ, მოამზადოს ცვლილებები კონტრაქტში, შეაფასოს საფინანსო ინსტიტუტების ან „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” მიერ შემოთავაზებული ცვლილებები, უშუალოდ მიიღოს მონაწილეობა მოლაპარაკების პროცესში და სხვა.

,,ეს არის კონტრაქტი, რომელიც პირველ ეტაპზე მოქმედებს პირველ ივლისამდე და კომპანიის ძირითადი სამუშაო სწორედ ის არის, რაც ჩამოვთვალე. რაც შეეხება იმ ოფციას, ანუ იმ შესაძლებელ მომსახურებას, რომელსაც დაკვეთის შემთხვევაში ისინი წარმოგვიდგენენ, ეს არ იყო ხელშეკრულების ძირითადი ამოცანა და არც მიზანი, რისთვისაც ამ კომპანიას ვქირაობდით“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
ავტორი: თელარა გელანტია

21.ივლისი.2019 16:30
193

დღგ-ის ნაწილში მოსალოდნელი ცვლილებების მიმოხილვა - გელა ბარშოვი

ვრცლად
21.ივლისი.2019 15:55
145

რატომ გადაეცა "საქრუსენერგო" საპარტნიორო ფონდს?

ვრცლად
21.ივლისი.2019 14:08
355

შოვში კურორტის მშენებლობა 2020 წლიდან დაიწყება

ვრცლად
21.ივლისი.2019 13:35
2655

რუსი მილიარდერი და ბიზნესჯგუფი, რომელსაც "ბორჯომი", "ლიკანი", "ბაკურიანი" და "მიტარბი" ეკუთვნის

ვრცლად
21.ივლისი.2019 12:55
173

როგორია მომავალი სტარტაპერების ინტერესები საგრანტო კონკურსის მიხედვით?

ვრცლად
21.ივლისი.2019 12:20
772

საქართველოში "ფორსაჟი 9"–ის ეპიზოდის გადაღება აგვისტოში დაიწყება, ლოკაციები შერჩეულია

ვრცლად