23 ივლისის ვაჭრობა ლარის გაუფასურებით დაიწყო.
Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ლარი დოლართან მიმართებით დღეს 2.5 თეთრით გაუფასურდა, შედეგად კურსმა 2.90-ს მიაღწია.
ეს ჯერ ოფიციალური კურსი არაა. სებ-ი მას 17:00-ზე გამოაქვეყნდებს. სავარაუდოდ, ეს გაუფასურება ოფიციალურ კურსზეც მოახდენს გავლენას.
დღევანდელი ოფიციალური კურსით ერთი დოლარი 2.8831 ლარი, ხოლო ერთი ევრო კი 3.2357 ლარი ღირს.