24.დეკემბერი .2015 16:45

ერთი დოლარის ღირებულება 2.40 ლარი გახდა

views 1273
უკან

ლარის კურსი დოლართან მიმართებაში გამყარდა. ხვალ ერთი დოლარი 2.4023 ლარი ეღირება, რაც დღევანდელ კურსთან შედარებით, 0.0084 პუნქტით გაუმჯობესებული მაჩვენებელია. ლარი მცირედით გამყარდა ევროსთანაც, - ერთი ევროს ფასი 2.6336 ლარი გახდა.

შეგახდენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.4012 შეადგინა. ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონი წელს უკვე მეცხრედ ჩაატარა, სებ-მა სულ 286,96 მილიონი დოლარი გაყიდა.