24.მაისი.2019 13:00
საფინანსო სექტორი

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი განმარტავს, რატომ ქმნის ლარის კურსის მერყეობა პრობლემას?

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი განმარტავს, რატომ ქმნის ლარის კურსის მერყეობა პრობლემას?
„ძალიან მნიშვნელოვანია თუ რა მიმართულებით და რატომ ქმნის გაცვლითი კურსი პრობლემას? ეს არის დოლარიზაციის პრობლემა. როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე ეროვნული ბანკის მიერ ღიად გაცხადებული პოლიტიკა არის დედოლარიზაცია,“ - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა.

როგორც სებ-ის პრეზიდენტი აღნიშნავს, სწორედ დოლარიზაციის მაღალი დონის გამო არის შექმნილი პრობლემები.

„(საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის)კრისტინ ლაგარდის განცხადება წაიკითხეთ, სადაც პირდაპირ არის ნათქვამი, რომ საქართველოში დედოლარიზაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან სწორედ დოლარიზაციის მაღალი დონის გამო არის შექმნილი ის პრობლემები, რაც შეიძლება კურსის მერყეობას მოჰყვეს.

თუ ფაქტორებზე ვისაუბრებთ, საკმაოდ კომპლექსურია გაცვლითი კურსის საკითხები და ბევრი ფაქტორი მონაწილეობს, ისევე როგორც მოლოდინები, ასევე რეგიონში მიმდინარე მოვლენები.

ამავე დროს, შეგიძლიათ ნახოთ სტატისტიკური ინფორმაცია, რომ თვითონ დოლარს თუ შევხედავთ გლობალურად უკვე მეხუთე თვეა ძლიერდება და მისი ინდექსი ამ ბოლო პერიოდში არის ძალიან გაზრდილი”, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ცნობისთვის, ბოლო ვაჭრობის შედეგად, ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 2.7799-იან ნიშნულზეა.
ავტორი: ლიკა გურაბანიძე

21.აგვისტო.2019 16:14
171

ადვოკატი ანგარიშების დაყადაღებაში ლოგიკას ვერ ხედავს - „საქმეს დაზარალებული არ ჰყავს”

ვრცლად
21.აგვისტო.2019 16:00
446

ადვოკატი: ხაზარაძე-ჯაფარიძის ანგარიშებისთვის ყადაღის დადებას აუცილებლად გავასაჩივრებთ

ვრცლად
21.აგვისტო.2019 13:13
69

"ვითიბი ბანკის" და Jeep -ის ერთობლივი შეთავაზება

ვრცლად
21.აგვისტო.2019 11:10
27

რაგბის 7 გულშემატკივარი თიბისისა და მასტერქარდისგან იაპონიის მსოფლიო თასის საგზურებით დასაჩუქრდება

ვრცლად
20.აგვისტო.2019 16:20
124

"საქართველოს ბანკმა" Deutsche Bank-ისგან Operational Excellence Award-ი მიიღო

ვრცლად
20.აგვისტო.2019 15:30
128

სადებეტო ბარათების რაოდენობა შემცირდა - ივლისში მიმოქცევაში 6,395,062 ბარათი იყო

ვრცლად