11.დეკემბერი .2015 16:08

ეროვნული ბანკის ანგარიშის განხილვა პარლამენტში, სავარაუდოდ მომდევნო სასესიო კვირაში მოხდება

views 990
უკან

ეროვნული ბანკის ანგარიშის განხილვა პარლამენტში, სავარაუდოდ მომდევნო სასესიო კვირაში მოხდება. როგორც დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ანგარიში ყველა იმ ასპექტს მოიცავს, რომელიც გიორგი ქადაგიძის ეროვნულ ბანკში საქმიანობის პერიოდს უკავშირდება.
 
"ჩვენი სურვილია, რომ ეროვნული ბანკის წლიური ანგარიშის განხილვა პარლამენტში, მომდევნო სასესიო კვირაში მოხდეს. დარწმუნებული ვარ, რომ 23-24-25 რიცხვებში მოხდება წლიური ანგარიშის განხილვა.

წლიური ანგარიშის განხილვა, გარკვეული მიზეზების გამო, გადავადდა. ეს ჩემთვის, ბანკში ბოლო წლიური ანგარიშია, შესაბამისად მე ვისაუბრებ ყველა იმ გამოწვევაზე და მიღწევაზე, რომელიც ჩვენ გვქონდა, ასევე იმაზეც თუ რა არის ჩვენი აზრით მნიშვნელოვანი სამომავლოდ. ვფიქრობ, მნიშვნელოვანი და საინტერესო ანგარიში იქნება", - განუცხადა ქადაგიძემ ჟურნალისტებს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა