29.თებერვალი .2016 09:48

ეროვნული ბანკი კვარტალში ერთხელ ბრიფინგების გამართვას გეგმავს

views 1752
უკან

საქართველოს ეროვნული ბანკი კვარტალში ერთხელ ბრიფინგების გამართვას გეგმავს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის არჩილ მესტვირიშვილის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება კომუნიკაციის სტრატეგიის ნაწილია, რომელიც მარეგულირებელმა ჩეხეთის ცენტრალურ ბანკთან თანამშრომლობით შეიმუშავა.

"ამ სტრატეგიის ამოქმედებას ვაპირებთ. დოკუმენტის ერთ-ერთი პუნქტია, რომ კვარტალში ერთხელ, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის შემდეგ რეგულარული კომუნიკაცია გვქონდეს. ჩვენ ახლა გვაქვს ასეთი ფორმატი, თუმცა მხოლოდ ანალიტიკოსებისთვის - სხდომიდან ერთი კვირის შემდეგ მათთან დაახლოებით ორსაათიანი შეხვედრა გვაქვს, სადაც ამ მაჩვენებლებს დეტალებში გავდივართ", - განაცხადა მესტვირიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა