06.იანვარი.2016 18:37
საფინანსო სექტორი

ეროვნული ბანკი: არაკანონიერი იქნებოდა ჩვენი ბიუჯეტიდან ასეთი ხარჯის გაწევა

ეროვნული ბანკი: არაკანონიერი იქნებოდა ჩვენი ბიუჯეტიდან ასეთი ხარჯის გაწევა
საქართველოს ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს.
 
„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 2015 წლის 12 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, შესაძლო რისკებისა და საფრთხეების გათვალისწინებით, შეაჩერა საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს საბჭოს საქმიანობა და სააგენტოს აპარატის ფორმირება და ფუნქციონირება საკონსტიტუციო დავის დასრულებამდე. ამ პერიოდში კი საფინანსო სექტორზე ზედამხედველობის ფუნქცია ერთმნიშვნელოვნად ისევ ეროვნულ ბანკს დაეკისრა. შესაბამისად, მოქმედი კანონმდებლობის და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, საფინანსო სექტორის რეგულირებას კვლავ ეროვნული ბანკი ახორციელებს.

აღსანიშნავია, რომ სააგენტოს საბჭოს მიერ წარმოდგენილი საშტატო ნუსხის მიხედვით, ამჟამად ეროვნული ბანკის ფარგლებში საზედამხედველო ფუნქციაზე პასუხისმგებელ თანამშრომელთა ოდენობასთან შედარებით 67 ერთეულით იზრდება სააგენტოს აპარატის თანამშრომელთა რიცხვი, ხოლო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, სააგენტოს, არსებულ ბიუჯეტთან შედარებით, ადმინისტრაციული ხარჯებისთვის 10 მილიონი ლარით მეტის დახარჯვა აქვს დაგეგმილი.

ეროვნული ბანკი ცალსახად აცხადებს, რომ არამიზნობრივი და არაკანონიერი იქნებოდა ჩვენი ბიუჯეტიდან ასეთი ხარჯის გაწევა, მით უფრო, რომ სააგენტო რეალურად არ ფუნქციონირებს და საფინანსო სფეროს ზედამხედველობის ფუნქციას კვლავ ეროვნული ბანკი ასრულებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

21.აგვისტო.2019 16:14
216

ადვოკატი ანგარიშების დაყადაღებაში ლოგიკას ვერ ხედავს - „საქმეს დაზარალებული არ ჰყავს”

ვრცლად
21.აგვისტო.2019 16:00
532

ადვოკატი: ხაზარაძე-ჯაფარიძის ანგარიშებისთვის ყადაღის დადებას აუცილებლად გავასაჩივრებთ

ვრცლად
21.აგვისტო.2019 13:13
82

"ვითიბი ბანკის" და Jeep -ის ერთობლივი შეთავაზება

ვრცლად
21.აგვისტო.2019 11:10
37

რაგბის 7 გულშემატკივარი თიბისისა და მასტერქარდისგან იაპონიის მსოფლიო თასის საგზურებით დასაჩუქრდება

ვრცლად
20.აგვისტო.2019 16:20
140

"საქართველოს ბანკმა" Deutsche Bank-ისგან Operational Excellence Award-ი მიიღო

ვრცლად
20.აგვისტო.2019 15:30
142

სადებეტო ბარათების რაოდენობა შემცირდა - ივლისში მიმოქცევაში 6,395,062 ბარათი იყო

ვრცლად