მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროს რამაზოტის, რობი უილიამსის, GROOVE SONI-ის, MAROON 5-ის და ხოსე კარერასის ჰონორარმა 11,166,639 ლარი შეადგინა

5715cf6a131b3
BM.GE
19.04.16 10:23
1628
კულტურის სამინისტრო Check in Georgia-ს ღონისძიების ხარჯთაღრიცხვას აქვეყნებს. როგორც სამინისტროს გამოქვეყნებულ დოკუმენტში წერია, ეროს რამაზოტის, რობი უილიამსის, GROOVE SONI-ის, MAROON 5-ის და ხოსე კარერასის ჰონორარმა 11,166,639 ლარი შეადგინა. აღნიშნულ თანხაში შედის, განათების და გახმოვანების ხარჯები, ასევე აპარატურა, ეკრანები, მუსიკალური ინსტრუმენტები, საერთაშორისო ტრანსპორტირება და იმ პირების ჩამოყვანა, ვინც შემსრულებლებს ახლავს თან.
 
მაგალითისთვის, ეროს რამაზოტის ხარჯთაღრიცხვაში 66 ადამიანი ფიქსირდება, რობი უილიამსის 55, ხოლო ხოსე კარერასის შემთხვევაში 8 ადამიანი.

რობი უილიამსის და ხოსე კარერასის საშემოსავლო გადასახადი ჰონორარიდან 618,942 ლარს შეადგენს.

საკონცერტო სივრცეების აზომვა და ავტოკადის ნახაზების მომზადება სამინისტროს 8,650 ლარი დაუჯდა, ღონისძიებებისთვის სპორტის სასახლის 4 დღიანი იჯარა კი 55,000 ლარი.
 
დინამოს სტადიონზე საჭირო ღონისძიებების გატარება 3,654,367 ლარი დაჯდა. აღნიშნული თანხა 17 დღეზეა გამოყოფილი და მოიცავს განათებას, გახმოვანებას, ეკრანების დამონტაჟებას და ა.შ.

GEM FEST-ის ფარგლებში, 77 მონაწილის ჰონორარმა 1,197,144 ლარი შეადგინა. ასევე ფესტივალის ფარგლებში სცენის მოწყობაზე და აპარატურის ქირაობაზე 700,000 ლარი დაიხარჯა.

როგორც კულტურის სამინისტროში განმარტავენ, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, პროექტის ფინანსური ანგარიში ეტაპობრივად გამოქვეყნდება.