მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ექსპორტში რუსეთის წილის ზრდის ლოგიკა მდგომარეობს იმაში, რომ იქ მარტივია პოზიციონირება"

5d10fcd8d3d28
თათია ჩაფიჩაძე
25.06.19 11:00
1880
„იმისთვის, რომ გაიზარდოს ევროკავშირის ქვეყნებიდან ტურისტების რიცხვი და სრულად გამოვიყენოთ DCFTA-ის შესაძლებლობები, აუცილებელია უფრო კონკურენტუნარიანები გავხდეთ“, - ამის შესახებ PMCG კვლევითი ცენტრის დირექტორმა გიორგი ხიშტოვანმა „საქმიან დილაში“ განაცხადა და რუსეთის ბაზარზე ექსპორტის ზრდის მთავარ მიზეზად დაბალი კონკურენცია და მეწარმეების მხრიდან მუშაობის ნაკლები საჭიროება დაასახელა.

„ღვინის ბაზარს რომ შევხედოთ სიტუაცია არის საკმაოდ მძიმე. 2019 წლის პირველ კვარტალში დაახლოებით, 19 მლნ ბოთლია გატანილი და აქედან 13 მლნ-ზე მეტი მოდის რუსეთზე ანუ 70%. აუცილებელია, რომ მეტი ვიმუშაოთ დივერსიფიკაციაზე, პოლონეთის და ჩინეთის 5%-იანი წილი უნდა გაიზარდოს. რუსეთის წილის ზრდის ლოგიკა კი, მდგომარეობს იმაში, რომ აქ მარტივია პოზიციონირება როგორც - ექსპორტის, ასევე ტურიზმის მხრივ.

ჩვენი ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის ხარისხი კი, არ იძლევა ჯერ შესაძლებლობას, რომ ჩვენი პროდუქტების დიდი წილი გავიდეს ევროკავშირის ბაზარზე და უფრო მაღალი, ძვირადღირებული ტურისტული მომსახურება შევთავაზოთ ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებს; როცა ვლაპარაკობთ რომ ევროკავშირში გაგვაქვს მეტი პროდუქცია, ვიდრე - რუსეთის ფედერაციაში, ამას სჭირდება დეტალებში ჩახედვა.

ამ ექსპორტს რომ გამოვაკლოთ ბულგარეთი და რუმინეთი, აღმოჩნდება, რომ რუსეთში 40%-ით მეტი ექსპორტი, ვიდრე ევროკავშირის დანარჩენ ქვეყნებში. შესაბამისად, ჩვენ ვერ ვსარგებლობთ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობით, კონკურენტუნარიანობის გამო ვერ ვახერხებთ თავის დამკვიდრებას ევროკავშირის ბაზარზე. რაც მალე მოხდება ეს, მით - უკეთესი. იქამდე კი, ერთი ბრძანება იქნება საკმარისი იმისთვის, რომ მთელი ქვეყანა მინიმუმ შეაშინოს ეკონომიკური კრიზისით, მაქსიმუმ კი, მართლა გამოიწვიოს ეს“, - განაცხადა ხიშტოვანმა.