მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენერგოპროექტებიდან ქონების გადასახადი შესაძლოა იქ დარჩეს, სადაც ობიექტი მდებარეობს

5cbb253e36df9
დათო ჯალაღონია
20.04.19 20:01
816
საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაცია კანონპროექტზე მუშაობს, რომელიც ენერგეტიკული ობიექტების მიერ გადახდილი ქონების გადასახადიდან მობილიზებული თანხების იმავე ტერიტორიაზე ათვისებას ითვალისწინებს, სადაც მაგალითად, კონკრეტული ჰესი მუშაობს.

როგორც იდეის ერთ-ერთმა ავტორმა, ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი აბრამიშვილმა BM.GE-ის განუცხადა, კანონპროექტზე ამ ეტაპზე მუშაობა მიმდინარეობს და დოკუმენტი მთავრობასა და პარლამენტს განსახილველად წლის ბოლომდე წარედგინება.

„აქ იგულისხმება ის, რომ არა მხოლოდ მუნიციპალიტეტში დაიხარჯოს ეს თანხა, არამედ იმ თემის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, რომელშიც პროექტი ხორციელდება. მაგალითად, ჩვენს შემთხვევაში, ჭუბერში“, - განაცხადა აბრამიშვილმა.

მისივე თქმით, ასოციაციას სურს, ადგილობრივ თვითმმართველობებთან ერთად, სადაც ცალკეული ენერგეტიკული ობიექტები შენდება, მუნიციპალური ფონდები შეიქმნას, რომელსაც თავად თვითმმართველობა განაგებს, რადგან მან თემის საჭიროებები უკეთ იცის.