მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენერგოგაერთიანებაში გაწევრიანების საკითხზე ევროპულ მხარესთან სამუშაო შეხვედრა აპრილში შედგება

56fcb30d70a04
დავით ჯალაღონია
31.03.16 09:16
1421
ენერგოგაერთიანებაში გაწევრიანების საკითხზე ევროპულ მხარესთან მორიგი სამუშაო შეხვედრა აპრილის შუა რიცხვებში გაიმართება. როგორც "ბიზნესკონტაქტს" ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილმა განუცხადა, შეხვედრაზე ტექნიკური დეტალები დაზუსტდება.
 
"რაც შეეხება შიდა უწყებრივ შეხვედრებს, ეს პერმანენტულად მიდის. მაგალითად, ორშაბათს მოვრჩით გარემოს დაცვის მიმართულებას, დღეს ენერგოეფექტურობის სემინარზე მივდივარ, სადაც ის ახალი დირექტივა უნდა იყოს გაწერილი, რომელიც სულ ახლახანს გადმოვიდა ენერგეტიკული გაერთიანების სამართლებრივ სივრცეში და არის დეტალები, რომელიც ბუნებრივია, დახვეწას საჭიროებს, მაგრამ ვფიქრობ, რომ იმ დროის შუალედში, რომელიც ჩვენ გვაქვს განკუთვნილი, არის იმის შესაძლებლობა, რომ ეს მოლაპარაკებები წარმატებით და საქართველოსთვის მისაღები პირობებით დასრულდეს", - განაცხადა ვალიშვილმა.