23.თებერვალი.2016 16:32
ეკონომიკა

ენერგეტიკის სამინისტროს პროგნოზით, აფხაზეთის ელექტროენერგიის მოხმარება დაახლოებით 4%-ით გაიზრდება

ენერგეტიკის სამინისტროს პროგნოზით, აფხაზეთის ელექტროენერგიის მოხმარება დაახლოებით 4%-ით გაიზრდება
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს პროგნოზით, მომავალ ზამთარს ოკუპირებული აფხაზეთის ელექტროენერგიის მოხმარება დაახლოებით 4%-ით გაიზრდება.
 
როგორც სამინისტროს 2016 წლის საპროგნოზო ბალანსშია მოცემული, ოკუპირებული აფხაზეთი წელს საერთო ჯამში, 1853.2 მლნკვტსთ ელექტროენერგიას მოიხმარს, 2015 წელს კი ამ მაჩვენებელმა 1797.2 მლნკვტსთ შეადგინა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე პერიოდში აღნიშნული რეგიონი ელექტრომომარაგების საფრთხის წინაშე დადგა, რის გამოც საქართველოს მთავრობამ რუსეთიდან დამატებითი მოცულობების შემოტანა გადაწყვიტა. ამასთან, როგორც ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილმა გადაცემაში "ბიზნესკონტაქტი" განმარტა, ეს გადაწყვეტილება მოკლევადიანია და სახელმწიფო ენგურის უსაფრთხო ოპერირების კუთხით მუშაობს, რის შემდეგაც გრძელვადიანი სტრატეგიის განხილვა დაიწყება.

"ჩვენ მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება იმისთვის, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში ამ პრობლემის დაბალანსების შესაძლებლობა ჩვენს თავზე აგვეღო, მაგრამ ეს ძალიან კომპლექსური საკითხია. დიდი ინვესტიციაა განსახორციელებელი ენგურის ჰიდროელექტროსადგურში. საერთაშორისო საპროექტო ორგანიზაციებთან ერთად, ენგურის უსაფრთხო ოპერირების მიმართულებას ვამუშავებთ. ამის შემდეგ განიხილება გრძელვადიან სტრატეგიაში რა კონტრიბუციას აკეთებს საქართველო იმისთვის, რომ მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილება გაგრძელდეს, როგორც საქართველოში, აფხაზეთის ჩათლით და რა გამოწვევებია უსაფრთხო ოპერირების თვალსაზრისით", - განაცხადა მარიამ ვალიშვილმა.
ავტორი: დავით ჯალაღონია

20.აგვისტო.2019 21:51
252

„ანგარიშების დაყადაღება არის ზეწოლა ხაზარაძე-ჯაფარიძეზე, რომ პოლიტიკაში არ გამოჩნდნენ“

ვრცლად
20.აგვისტო.2019 21:20
95

ლონდონის საფონდო ბირჟის კვირის მიმოხილვა

ვრცლად
20.აგვისტო.2019 21:05
205

შემოსავლების სამსახურმა მოკვლევა ჩაატარა - რუსული რუბლით ვაჭრობის ფაქტები დადასტურდა

ვრცლად
20.აგვისტო.2019 20:40
256

რა მიზანი აქვს ხაზარაძე-ჯაფარიძისთვის საბანკო ანგარიშების დაყადაღებას? - მამუკა ხაზარაძის ვერსიები

ვრცლად
20.აგვისტო.2019 20:25
1526

მამუკა ხაზარაძე: პროკურატურამ ჩემი და ბადრი ჯაფარიძის ყველა საბანკო ანგარიში დააყადაღა

ვრცლად
20.აგვისტო.2019 20:00
143

ეკონომისტი: უმუშევრობის შემცირებაზე მონაცემები მეთოდოლოგიურად სწორია, თუმცა რეალობა სხვაა

ვრცლად