14.მარტი .2016 18:25

ემიგრანტების ქვეყანაში რეინტეგრაციისთვის 600 000 ლარი გამოიყო - რას სთავაზობს სახელმწიფო ემიგრანტებს

views 3715
უკან

2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის მხარდასაჭერად 600 000 ლარი გამოიყო. გასულ წელთან შედარებით, ბიუჯეტი 200 000 ლარით გაიზარდა. ამ ეტაპზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო სხვადასხვა პროექტების განსახორციელებლად, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო კონკურსს აცხადებს, პროექტის დაწყება კი მაისში იგეგმება.
 
რას სთავაზბს სახელმწიფო ქვეყანაში დაბრუნებულ ემიგრანტებს?, - როგორც "ბიზნესკონტაქტს" ლტოლვილთა სამინისტროში განუმარტეს, პროგრამა შემდეგი მიმართულებებით ხორციელდება, - სამედიცინო დახმარება და მედიკამენტებით უზრუნველყოფა, სოციალური პროექტების დაფინანსება, სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამაში ჩართვის ხელშეწყობა, დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფა, სახელმწიფო სარეინტეგრაციო პროგრამის შესახებ საზოგადოების ინფორმირების მიზნით, სხვადასხვა ღონისძიების განხორციელება.

სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი, გიორგი ნარიმანიძე განმარტავს, რომ პროგრამა მხოლოდ იმ მიგრანტებზე ვრცელდება, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში არალეგალურად იმყოფებოდნენ.

"დაბრუნებულ მიგრანტებს ვთავაზოვდით, სამედიცინო მომსახურების დაფინანსებას 1000 ლარის ფარგლებში. ასევე გვაქვს ანაზღაურებაი სტაჟირების სისტემა, რომლის განმავლობაში მიგრანტებს შეუძლიათ 3 წლის განმავლობაში დასაქმდნენ, ანაზღაურება 300 ლარს შეადგენს. ასევე გვქონდა იურიდიული დახმარების პროგრამა.

პროექტი ითვალისწინებს, სოციალური პროგრამების დაფინანსებას, რაც ისეთი იდეების დაფინანსებას მოიცავს, რომელიც ემიგრანტს შემოსავლის წყაროს გაუჩენს", - განმარტავს გიორგი ნარიმანიძე. მისივე თქმით, მიმდინარე წელს პროექტის საგრანტო თანხა 300-დან 4000 ლარამდეა. გრანტის მისაღებად, ბიზნეს იდეის წარდგენაა საჭირო, რომელსაც კომისია განიხილავს. პროექტის ფარგლებში მიკრო-ბიზნესის დასაწყებად, საჭირო ინვენტარის შეძენაა გათვალისწინებული და მასში ბენეფიციარის ფულადი ანაზღაურება არ მოიაზრება.

რაც შეეხება სამედიცინო მომსახურებას, პროექტი 1000 ლარის ფარგლებში სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტების დაფინანსებას ითვალისწინებს. დროებითი განთავსება კი უმეტესად თბილისში ხდება და ის რამდენიმე დღეს მოიცავს. გიორგი ნარიმანიძეს განცხადებით, მიმდინარე წლიდან ჯანდაცვის სამინისტრო ახალ პროექტს იწყებს, რის ფარგლებშიც, ანაზღაურებად სტაჟირებებში უპირატესობა დაბრუნებულ მიგრანტებს მიენიჭებათ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა