მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელექტროსიგარეტის პირველი მსხვერპლი

5d625d0bdbbad
მიხეილ ხაჩიძე
25.08.19 18:50
14940
ელექტროსიგარეტების შედეგად გახშირებულ ფილტვების დაავადებებს პირველი მსხვერპლი მოჰყვა.

ამერიკის შეერთებული შტატების ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, e-სიგარეტის მოხმარების გამო, ილინოისის შტატში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. როგორც უწყებაში განმარტავენ, ახალგაზრდა ელექტროსიგარეტის გამოყენების შემდეგ, მწვავე რესპირატორული დაავადებების დიაგნოზით კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

ამჟამად ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამისი უწყებები ფილტვების დაავადებების 193 შემთხვევას იძიებენ. ყველა პაციენტი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა, ელექტროსიგარეტს მოიხმარდა. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ ეტაპისთვის ზუსტი მონაცემების გავრცელება არ შეუძლიათ, თუმცა წინასწარი ვარაუდებით, დაავადებების გამომწვევი მიზეზი ელექტროსიგარეტების სხვადასვა სახის სითხეა, რომელიც ხელმისაწვდომია ბაზარზე. არის ვერსია, რომ აღნიშნული სითხე, ჯანმრთელობისთვის საზიანო ქიმიურ ნივთიერებებს შეიცავს.

ჯანდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს. უწყებაში ამბობენ, რომ ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია სუნთქვის პრობლემები და გულმკერდის ტკივილი. ზოგიერთ პაციენტს კი ასევე სიცხე, ხველა, გულისრევის შეგრძნება და პირღებინება აღენიშნება. საქმეზე მასშტაბური მოკვლევა მიმდინარეობს.