20.ივლისი .2019 00:20

ელექტრომობილების რაოდენობა ევროპაში 2025 წლისთვის გაექვსმაგდება

views 640
უკან

ელექტრომობილების რაოდენობა ევროპაში 2025 წლისთვის გაექვსმაგდება. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის ეკოლოგიის ლობისტების ჯგუფზე დაყრდნობით დასავლური გამოცემები ავრცელებენ.

გარდა ამისა, როგორც ევროპული მედია იუწყება, 2025 წლამდე ავტომწარმოებლები ბაზარზე ელექტრომობილის 333 მოდელს გამოიტანენ. მათი უმეტესობა ავტოკონცერ Volkswagen-სგან იქნება გამოშვებული.

რაც შეეხება Tesla-ს, ილონ მასკის ფირმა ამ ეტაპზე კლავ 5 მოდელის წარმოებაზეა კონცენტრირებული.

ცნობისთვის, ევროპის მასშტაბით ამ ეტაპისთვის 100 სხვადასხვა მოდელის ელექტროავტომობილის შეძენაა შესაძლებელი. ეს ციფრი 2018 წელს 60-მდე იყო.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა