15.აპრილი .2016 15:08

ელჩი: საქართველოს ბიზნესის განვითარებისთვის, ძალიან კარგი საინვესტიციო კლიმატი აქვს

views 1311
უკან

მაისში, პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრებიან და პეკინის საერთაშორისო გამოფენაში მიიღებენ მონაწილეობას, - ამის შესახებ ჩინეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ძი იანჩიმ "ბიზნესკონტაქტის" ეთერში განაცხადა.

ელჩის თქმით, საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობაში, ერთ-ერთი ახალი დარგი ტურიზმია. ძი იანჩი ამბობს, რომ გასულ წელს საქართველოში ჩინელი ტურისტების რაოდენობამ 6400 შეადგინა, რაც მისი თქმით დაბალი მაჩვენებელია. როგორც ელჩი ამბობს პეკინის გამოფენაში ქართული მხარის მონაწილეობა ქვეყნის წარმოჩენის კუთხით კარგი შესაძლებლობა იქნება.
 
"საქართველოს აქვს ძალიან კარგი საინვესტიციო კლიმატი, საქართველო ამ ეტაზე არის განვითარებადი ქვეყანა. თქვენთან დამწყებ პოზიციაშია მეურნეობის დარგი.

ჩინელი ინვესტორებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის რკინიგზა.

ასევე ჩინურმა მხარემ განაცხადა, რომ ჩაის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა სურს. ამ ეტაპზე, ამისთვის მოლაპარაკებები მიმდინარეობს", - განაცხადა ელჩმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა