29.მარტი.2016 16:35
ეკონომიკა

ელჩი: იორდანიას სურს საქართველოსთან აქტიური სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა ჰქონდეს

ელჩი: იორდანიას სურს საქართველოსთან აქტიური სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა ჰქონდეს
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით საქართველოში იორდანული 6 კომპანიის 12 წარმომადგენლისგან შემდგარი ბიზნეს დელეგაცია იმყოფება, რომლებიც პირისპირ შეხვედრებს მართავენ როგორც სახელისუფლებო ორგანოებთან და ფონდებთან, ისე სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლებთან. იორდანელი ბიზნესმენები საქართველოში ენერგეტიკული პროექტებით, ტექსტილის ფაბრიკებით, მშენებლობითა და ტურიზმის სექტორით არიან დაინტერესებულნი.
 
როგორც "ბიზნესკონტაქტთან" საუბრისას საქართველოს ელჩი იორდანიაში, გრიგოლ ტაბატაძე აცხადებს, იორდანიის მხრიდან საქართველოსადმი ინტერესი ძალიან დიდია და მათ სურთ ამ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს.

"იორდანია ისეთ რეგიონში იმყოფება, რომლის გარშემო სერიოზული დესტაბილიზციაა, ამიტომ ამ ქვეყნის ბიზნესის ინტერესია მოძებნოს ახალი ბაზრები. ადრე თუ შესაძლებელი იყო ერაყის, სირიისა და იემენის ბაზრებზე მათი მოქმედება, ახლა იძულებული არიან მოძებნონ ალტერნატიული ბაზრები. აქედან გამომდინარე მათი ინტერესი საქართველოს მიმართ დიდია", - აცხადებს გრიგოლ ტაბატაძე.

ელჩის თქმით, იორდანიიდან საქართველოში განხორციელებული ექსპორტის წილი ძალიან დაბალია, საქართველოდან იორდანიაში კი ათჯერ მეტი საექსპორტო საქონელი გადის.

"ამ ეტაპზე საქართველოდან იორდანიაში ძირითადად სოფლის მეურნეობის პროდუქტების, ხორცის, ცხვრისა და ქიმური წარმოების პროდუქტების ექსპორტი ხორციელდება. თუ რეგიონში კონფლიქტები მოგვარდება და გზები გაიხსნება, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო მიმოსვლის გააქტიურების პოტენციალი დიდია. კოფლიქტის გამო ერაყსა და სირიაში სატრანსპორტო გადაზიდვები გართულებულია. არსებობს მხოლოდ აქაბას პორტი, საიდანაც ფოთის პორტში შეიძლება პროდუქცია გამოუშვა", - აცხადებს საქართველოს ელჩი იორდანიაში გრიგოლ ტაბატაძე.

იმ ბიზნეს დელეგაციაში, რომლებიც საქართველოში ინვესტირებით არიან დაინტერესებულნი, შედიან ისეთი მსხვილი კომპანიები, როგორებიცაა "Ranco Capital"-ი და "CCC". Ranco Capital"-ი ისეთ სექტორებში საქმიანობს, როგორიცაა: უძრავი ქონება, ტურიზმი და სასტუმროები (შერატონის და მარიოტის ქსელების მფლობელი), ბანკები (ალი ბანკის მფლობელი), სოფლის მეურნეობა, დიზაინი (ფლობს სამკრევალო ფაბრიკებს). საქართველოში "Ranco Capital"-ი დაინტერესებულია ენერგეტიკული პროექტებით, ტექსტილის ფაბრიკებით, მშენებლობითა და არქიტექტურით, სასტუმროებისა და საკურორტო პროექტებით. საქართველოში ინვესტირებით დაინტერესდა კომპანია "CCC", რომლის ბრუნვა 5 მილიარდი დოლარია. კომპანია საქართველოში ტურიზმის, უძრავი ქონების, ენერგეტიკისა და მშენებლობის სექტორებში ინვესტირებას გეგმავს.
ავტორი: ელენე გოგბერაშვილი

21.აგვისტო.2019 21:20
139

დაბინძურებული ბეშუმი - დამსვენებლები დანაგვიანებულ გარემოზე ჩივიან <ფოტო>

ვრცლად
21.აგვისტო.2019 21:00
270

„საპენსიო დანაზოგებს დღეს 7% ერიცხება, რაც არაა ცუდი - მომავალში გაცილებით მეტი დაერიცხება“

ვრცლად
21.აგვისტო.2019 20:15
218

„სამწუხაროდ, ყველაფერი გაძვირდა ქვეყანაში, ტაქსის გარდა - ეს არ არის სწორი“

ვრცლად
21.აგვისტო.2019 19:30
167

ქარელში "რუისის ქარის ელექტროსადგურის" მშენებლობა იგეგმება

ვრცლად
21.აგვისტო.2019 19:00
124

ფილარმონიის ბედი კვლავ გაურკვეველია - ეკონომიკის სამინისტრო 6 თვეა ფიქრობს

ვრცლად
21.აგვისტო.2019 18:45
177

„რაინეარის" კომერციული დირექტორი: „ეს მხოლოდ დასაწყისია"

ვრცლად