მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომისტი: უმუშევრობის შემცირებაზე მონაცემები მეთოდოლოგიურად სწორია, თუმცა რეალობა სხვაა

5d5b1489dec4c
მარიამ ადამია
20.08.19 20:00
765
„2019 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე მართალია, 11.4%-მდე შემცირდა, თუმცა ეს არის მეთოდოლოგიიდან გამომდინარე, ასე ითვლიან, ვერ შეედავები, მაგრამ რეალური სურათი განსხვავებულია ქვეყანაში“, - ასე აფასებს ეკონომისტი ირაკლი მაკალათია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს, რომლის თანახმად, 2019 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.7 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 11.4% შეადგინა.

ეკონომისტის თქმით, არიან ადამიანები, რომლებიც რეალურად არ არიან დასაქმებულები, განსაკუთრებით სოფლებში, თუმცა სტატისტიკა მათ დასაქმებულებად აღიქვამს.

„უმუშევრობისა და დასაქმების დონე განსაკუთრებით დაბალი სოფლის ტიპის დასახლებებშია, თუმცა სტატისტიკა მათ სხვანაირად ითვლის; დარღვევაა მეთოდოლოგიური, მაგრამ ვერ შეედავები, ასე ითვლიან გერმანიაში და სხვა განვითარებულ ქვეყნებში, რადგან იქ სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებული ადამიანები იღებენ შემოსავალს და არ თვლიან დაუსაქმებლად თავს, ამიტომ სტატისტიკა მათ აღრიცხავს დასაქმებულად, ისევე როგორც ჩვენს ქვეყანაში, თუმცა აქ სოფელში მცხოვრები ადამიანები რეალურად დაუსაქმებლები არიან და მათი დასაქმებულად აღქმა შეცდომაა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ეკონომიკა ვერ მიყვება შრომით ბაზარს“, - აღნიშნავს მაკალათია bm.ge-ისთან.

ეკონომისტი ამბობს, რომ საქართველოში უმუშევრობის დონის 11.4%-მდე შემცირება, ეკონომიკური შინაარსით ძალიან მაღალი და კარგი მაჩვენებელია, თუმცა სამწუხაროდ, რეალობას არ შეესაბამება.

„თუკი ამ მაჩვენებლებს ეკონომიკური თვალსაზრისით შევხედავთ, შედეგი ძალიან კარგია, თუმცა რეალობაში სხვა სურათი გვაქვს; რა ვქნათ ასეთი სიტუაციაა და ვერც მეთოდოლოგიურად ვერ მიედავები, გამართლებულია“, - აღნიშნა მაკალათიამ.